fbpx

ტრენინგი “ბრენდინგი”

ალექსი ჩიქოვანი
ალექსი ჩიქოვანი ტრენერი
⭕️ სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE – ის დამფუძნებელი. სააგენტომ არსებობის 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში ბევრი საინტერესო და ცნობილი ბრენდი შექმნა და გამოიყვანა ბაზარზე www.live.com.ge
ალექსის აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდინგში, მარკტინგში და გაყიდვებში. 10 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდინგის ლექციების, ტრეინინგებისა და მასტერ კლასების მიმართულებით. არის ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მაგისტრი, კორპორატიულ სტრატეგიასა და ბრენდინგში (Lancaster university Business School, MBA, specialization in corporate strategy, brand building and management).

     

      სასწავლო კურსის მიზანია ადამიანებმა იცოდნენ ბრენდისა და ბრენდინგის მნიშვნელობა და შექმნან წარმატებული ბრენდები, რომლებიც დიდხანს და ტკბილად იცხოვრებენ, მეტიც – არ მოკვდებიან. კურსი ბრენდის შექმნისას სწორი ნაბიჯების გადადგმას, ბრენდის შენებისათვის საჭირო უნარებს და ბრენდის მართვის საფუძვლებს ეძღვნება.

21 – ე საუკუნეში არ არის მთავარი გაქვს თუ არა ფაბრიკა ან ქარხანა, მთავარია გაქვს თუ არა კარგად ჩამოყალიბებული ძლიერი ბრენდი. დღეს ჩვენ “ყურადღების მიპყრობის ეკონომიკაში” ვცხოვრობთ, რომელიც ადამიანის ყურადღებისათვის ბრძოლას მოითხოვს. თუ პროდუქტი ან სერვისი ვერ გახდა ბრენდი ის ვერ მიიქცევს ადამიანების ყურადღებას და მას არ იყიდიან. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 50 – იან წლებში ბევრი სპეციალისტის მიერ გაკეთდა ერთმნიშვნელოვანი განცხადება, რომ ბიზნესის მთავარი დანიშნულება არის მარკეტინი და ინოვაცია, რათა შექმნა და შეინარჩუნო მომხმარებელი გრძელ ვადაში. თუ ეს განცხადებები მაშინ სამომავლო პერსპექტივაში განიხილებოდა, დღეს ეს უკვე რეალობაა, მაგრამ მარკეტინგი და მთლიანად კომუნიკაცია ეფუძნება ბრენდის კონცეფციას და სტრატეგიას, რომელის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს მიზანმიმართულ განსხვავებულობას ადამიანის ყურადღების მოსაპოვებლად და შემდეგ მარკეტინგის და მთლიანად კომუნიკაციის საშუალებით აღასრულოს ის და მიიტანოს ადამიანებამდე.

    ამიტომ დღეს ბრენდი და ბრენდინგი არის იმ ყველაფრის ერთობლიობა რასაც ბიზნესი ქვია, ეს არის საღ აზრზე და მახვილგონიერებაზე დაფუძნებული მიზანმიმართული განსხვავებულობის შექმნა და მართვა, ეს არის საქმის წარმოების კულტურა.   

საქართველოში შექმნილი პროდუქტებისა და სერვისებისთვის ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან როდესაც საქმეს საქართველოში იწყებ,  მაშტაბის მისაღწევად აუცილებელია იფიქრო საექსპორტო ბაზრებზე და/ან მაქსიმუმის მიღწევაზე ქვეყნის მაშტაბით. ამის მიღწევა მკაფიოდ ჩამოყალიბებული, განსხვავებული ბრენდის გარეშე ძალიან რთულია. და ბოლოს, თქვენ ისარგებლებთ დიდი უპირატესობით იცოდეთ, რომ ბრენდი პრინციპულად კარგი და რადიკალურად განსხვავებული პროდუქტიდან და/ან სერვისიდან იწყება, ეს ისეთი პროდუქტი და/ან სერვისია რომელიც თავიდან იცილებს კონკურენციას, მინიმუმ ამცირებს მას და ქმნის ცალკე კატეგორიას ინდუსტრიის შიგნით, რომელიც მისი სამეფოა და ის მეფეა!

ყოჩაღი, სხარტი გონებისა და მარჯვე ადამიანებისათვის ვისაც უნდა შექმნას რაღაც საიტრესო და განსხვავებული, და არა მორიგი შპს რომელიც განწირული იქნება საფასო ბრძოლაში შესვლისათვის სადაც წარმატების შანსი ძალიან დაბალია. იმ ადამინებისთვის რომლისთვისაც უპირველესი მიზანი “ფული შოვნა” კი არ არის, არამედ დიადი იდეით მართული საქმის კეთებით არის შეპყრობილი რომლის მხოლოდ შედეგია ფული და არა მიზანი. დიად იდეაზე დაფუძნებულ, ჯიგრით და ჟინით ნაკეთებს საქმეს აუცილებლად მოაქვს ფული, თანაც ისეთი “სწორ ფულს” რომ უწოდებენ!

    კურსი არის იმ ადამიანებისათვის ვისაც უნდა დატოვოს კვალი საქართველოს, და სულაც მსოფლიო ბიზნესში, გაბედული, თამამი, რადიკალურად გნსხვავებული ბრენდის შექმნით. ბრენდის რომელიც უყვართ ადამიანებს, აფასებენ მას და მთელი ცხოვრება მასთან ერთად რჩებიან. ასეთი ადამიანები აუცილბლად არიან დამწყებ ბიზნესმენებს შორის, მცირე და საშუალო კომპანიის ხელმძღვანელების შორის, მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერებს შორის, სტუდენტების შორის. ბრენდინგი არის ყველასთვის ვისაც უნდა იყოს საქმეში, რადგან 21 – ე საუკუნეში – თუ ხარ საქმეში ხარ ბრენდინგში!

სასწავლო კურსის შინაარსი:

  • რა არის ბრენდი და ბრენდინგი.
  • ბრენდის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესში; სტრატეგიული მნიშვნელობა და სარგებელი
  • სხვაობა პროდუქტებისა და სერვისის ბრენდებს შორის;
  • ბრენდისა და ბრენდინგის როგორც ბიზნეს დისციპლინის წარმოშობის ისტორია;;
  • ფაქტროები რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ბრენდის შექმნისას;
  • ბრენდის შექმნის წინაპირობები;
  • ბრენდის საკომუნკაციო პლატფრომის რაობა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი;
  • როგორ უნდა იმუშაოთ ბრენდის პლატფრომაზე – პრაქტიკული სავარჯიშოები;
  • ბრენდის სახელი, მისი მნიშვნელობა და რეკომენდაციები კარგი სახელის შესამუშავებლად;
  • ბრენდის ვიზუალური კონცეფცია, მისი მნიშვნელობა და რეკომენდაციები კარგი კონცეფციის შესამუშავებლად;

კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ეცოდინება: რა არის ბრენდი და ბრენდინგი; როგორ და საიდან იწყება ბრენდზე მუშაობა; რა არის საჭირო ბრენდის შექმნის, დაგეგვმის და მართვისათვის. ეცოდინება რომ უსიყვარულოდ, დიადი იდეის გარეშე, ჟინის და ჯიგრის გარეშე ბრენდი ვერ აშენდება!

თარიღი: 9-10 ნოემბერი

საფასური

250ლარი

რეგისტრაცია
2019-09-17T11:28:09+00:00