fbpx

“სიტყვები და საქმეები” – ზემოქმედებითი წერისა და იდეებზე მუშაობის ექსტრემალური კურსი

გიორგი ავალიანი
გიორგი ავალიანიტრენერი
გიორგი ავალიანს მტკიცედ სწამს, რომ ნულიდან დაწყება ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია! ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წარმომადგენელი უკვე მეშვიდე წელია ეხმარება ბრენდებს ისაუბრონ ხალხისთვის გასაგებ ენაზე და აზრიანად გააოცონ მაყურებლები. გიორგიმ ფრთები შემოქმედებით სააგენტო ლივინგსტონში გაშალა სხარტი სოციალური მედიის, გამორჩეული ციფრული პროდუქტებისა და ეფექტური დიზაინის ფრონტზე და ახლა საკუთარ სტუდიას – ჰოლი მოტორსს ხელმძღვანელობს, სადაც მეგობრებთან ერთად ახალი ბრენდებისა და პროდუქტების შექმნით არის დაკავებული. მის სახელს არაერთი “პირველი” უკავშირდება – კანის შემოქმედებითი ფესტივალის პირველი ლომი საქართველოსთვის, ინტერნეტის პირველი ოსკარი Webby Award, ევრობესტის ახალგაზრდული კონკურსის პირველი ოქროს მედალი და კიდევ არაერთი ჯილდო საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, რომლებსაც ხშირად მსაჯულადაც ევლინება. კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაკალავრი ფინანსების განხრით და ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი ვარდისფერი ჩოხით ინტერნეტისა და არქაულ კულტურებს შორის ხიდების აშენების პარალელურად, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ასწავლის, ყოველი წლის 10 ოქტომბერს ხინკლის დაბადების დღეს აღნიშნავს და ჭაჭა “ბოდიშს” ასხამს.

დღევანდელ საზოგადოებრივ კონტექსტში სარეკლამო კომუნიკაციის როლი, პირადი გამოცდილება და ღირებულებები (როგორ ვმუშაობ და რა იარაღებს ვიყენებ)

როგორ ავამეტყველოთ ბრენდი –  როგორ ვაქციოთ აზრები სიტყვებად და სიტყვები – საქმეებად, როგორ დავამუშავოთ იდეები საკომუნიკაციო კამპანიებისთვის და სხარტად გადმოვცეთ ჩვენი სათქმელი ნებისმიერ მედიაში.

ზემოქმედებითი წერისა და იდეებზე მუშაობის ექსტრემალური კურსი:

დღე 1

  • ყველაზე ძლიერი ღმერთი ბერძნულ პანთეონში – კომერციული კომუნიკაციის თანამედროვე ღირებულებები;
  • ვინ არის ქოფირაითერი და ვინ არის კარგი ქოფირაითერი;
  • როგორ დავწეროთ ისტორია – საზოგადოება და კონტექსტი;
  • სიტყვებიდან საქმეებამდე – როგორ დავამუშავოთ იდეები;
  • შიდა სამზარეულო – ზემოქმედებითი მწერლის იარები და იარაღები;
  • ექსტრემალური დავალების განხილვა;
  • ხეზე ასვლა.

დღე 2

  • ინდივიდუალური სამუშაო ექსტრემალურ დავალებაზე;
  • იდეების წარდგენა;
  • ჭაჭის დეგუსტაცია და მცირე კინოსეანსი.

15:00-20:00, 14-15 სექტემბერი, 2019

საფასური

260ლარი

რეგისტრაცია
2019-08-27T09:03:38+00:00August 26th, 2019|ტრენინგები|