სამოტივაციო გამოსვლა “კულტურა 3.0”

ორგანიზაციული კულტურა – ეს არის ფენომენი, რომელიც გავლენას ახდენს და მართავს გუნდის წევრების ქცევას.

ყველა ორგანიზაციას გააჩნია საკუთარი ორგანიზაციული კულტურა, რაც მოიცავს ბიზნესის წარმართვის ფილოსოფიას და პრინციპებს, ფასეულობათა სისტემას, ქცევის სტანდარტებს, პრობლემების გადაწყვეტის გზებს და გადაწყვეტილების მიღების საშუალებებს, შრომით ატმოსფეროს და სხვა.

კულტურა 3.0

კომპანია ALIVE-ის დამფუძნებელი, მეწარმე და ლექტორი ანდრო დგებუაძე გაგვიზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას – გვესაუბრება კორპორატიულ კულტურაზე, დასავლეთსა და აღმოსავლეთზე, ქართული აზროვნების კატეგორიებზე, თვითშემეცნებაზე , ნდობაზე, თანამშრომლობაზე, გუნდურობაზე, ინოვაციურობასა და უბრალოდ იმაზე, რომ დავაკვირდეთ საკუთარ თავს.

ტრენინგის შედეგად კი შევძლებთ სხვა თვალით დავინახოთ საკუთარი თავი და ბიზნესი, ვისწავლით როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია, შევქმნათ ჯანსაღი სამუშაო გარემო და ვიყოთ მეტად წარმატებულები.

2019-03-25T09:31:52+00:00