fbpx
Loading Events
This event has passed.

ბოლო პერიოდში ბათუმი ტურისტული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა რასაც ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების პრესტიჟული ჯილდოს მიღებაც მოწმობს.

ჩვენი ქალაქის ტურისტული პოტენციალი და გარემო მას უცხოელი სტუმრებისათვის თანდათან განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის, რის შედეგადაც  სასტუმროებისა და რესტორნების რიცხვი ქალაქში დღითი დღე იზრდება.

საქართველოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის ზრდა სასიხარულოა, თუმცა ადვილი არ არის;  საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ ტურისტების სამომხმარებლო ქცევა და პრეფერენციები მოგზაურობასთან მიმართებაში. ეს დაგვეხმარება შევქმნათ და დავგეგმოთ მათთვის შესაფერისი ტურისტული პროდუქტები და მომსახურებები.

მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ევროპელი ტურისტის არჩევანზე ესენია –  კულტურა და ადგილობრივი მოსახლეობა,  სისუფთავე, აქტიური დასვენებისა და ასევე შოპინგის შესაძლებლობა, ადგილობრივი სამზარეულო და სარესტორნო მომსახურებები.

ის  ფაქტი რომ, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ინტერესი პირველ ადგილზეა, ძალიან ხელსაყრელია საქართველოსთვის. ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, ქართულ სამზარეულოსთან და ღვინოსთან ერთად ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარეა. თუმცა ვაცნობიერებთ, რომ გასაუმჯობესებელი გვაქვს მომსახურების სტანდარტები სასტუმროებსა და რესტორნებში.

სემინარი – „ახალი გამოწვევები ქართული სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში” – შევხვდეთ ტურისტებს მთელი მსოფლიოდან უმაღლესი სტანდარტებით – (#spendyoursummeringeirgia”) განკუთვნილია სასტუმროსა და რესტორნების მენეჯერებისთვის. მოწვეული სპიკერები   ისაუბრებენ უახლეს ტენდენციებზე, სირთულეებსა და შესაძლებლობებზე, რაც დაგვეხმარება არა მხოლოდ პირადი ბიზნესის წარმატებში, არამედ მნიშვნელოვან როლს შეიტანს რეგიონისა და  ქვეყნის განვითარებაში.

მოწვეული სპიკერები:

ფრანკ მუზონეHotel Collection International-ის რეგიონალური მენეჯერი;

22 წლიანი გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში; 

 

 

 

 

 

 

 

ქეთი კვიჭიძე –  კულინარიული გადაცემის წამყვანი, ფუდ კონსულტანტი , ფუდ ბლოგერი და რესტორატორი;

ტურისტული კომპნია Culinary & Wine Expedition დამფუძნებელი;

2019 წლის ბოკუზ დორ-ის კულინარიულ ოლიმპიადაზე საქართველოს წარმდგენი;

 

 

 

 

 

ირაკლი თოდაძე – რედისონ ბლუ ივერიას აღმასრულებელი სუ-შეფი;

იტალიის რედისონის კორპორატიული რესტორნების 26 ფილიალის მენიუს ავტორი;

 

 

სემინარეზე დასწრება უფასოა!

აუცილებელია შეავსოთ ჩვენი სარეგისტრაციო ფორმა.

                                                              ® რეგისტრაცია