fbpx

ტრენინგი “ფონდების მოძიება

მაია მიქაშავიძეტრენერი

პროფ. მაია მიქაშავიძე არის მედიისა და მასკომუნიკაციის მკვლევარი და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი. მას მედიასექტორში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. მაია მიქაშავიძე “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კაგკასიური სკოლის პროფესორი, ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი დეკანია (2001-2011). მისი ხელმძღვანელობით, სკოლა კავკასიაში ჟურნალისტური განათლების ერთ-ერთ წამყვან ცენტრად ჩამოყალიბდა, დააფუძნდა სტუდენტური “რადიო FM GIPA” და სადისკუსიო კლუბი “ფრონტლაინ ჯორჯია “.

ტრენინგი განკუთვნილია სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის ფანდრეიზერებისთვის, ვინც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის მიღებას და დონორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების პროცესის სტრატეგიულ მართვას.

ფონდების მოძიება არამომგებიანი ორგანიზაციების სტრატეგიული მართვის ერთ-ერთი ძირითადი, სასიცოცხლო ფუნქციაა. ორგანიზაციის მიერ ფონდების მოთხოვნა, შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და დონორების კულტივაციის გრძელვადიანი პროცესის გვერდის ავლით, ამცირებს წარმატების შანსს. საპროექტო წინადადების შემუშავებისას, ფანდრეიზერი როგორც მაძიებელი, ისე დონორი ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს უნდა ითვალისწინებდეს. დონორთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროექტის ხარისხიანად განხორციელება. საპროექტო წინადადებამ დონორი უნდა დაარწმუნოს, რომ პროექტი მისი და  მაძიებელი ორგანიზაციის საერთო მიზანს ემსახურება.

ტრენინგის შედეგად:

  •   მსმენელები შეიძენენ  სტრატეგიული მართვისა და ფონდების მოძიების უნარებსა და ცოდნას;
  • შეძლებენ განსაზღვრონ დონორებთან ურთიერთობის მიზნები, პრიორიტეტული ამოცანები და სამოქმედო გეგმა;
  • ისწავლიან ორგანიზაციისა და დონორების ინტერესების შეჯერებას;
  • იმსჯელებენ ავტონომიურობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე; გაეცნობიან ფონდებიდან, კორპორაციებიდან და ინდივიდუალური დონორებიდან ფონდების მოთხოვნას და ინსტრუმენტებს (ROPES), რომლებიც  ფონდების მოთხოვნის პროცესში გამოიყენება.

ორგანიზაციის სტრატეგიული მართვა

  • ფონდების მოძიება როგორც არამომგებიანი ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია
  • ფანდრეიზერის როლი ორგანიზაციის სტრუქტურასა და მართვაში
  • არამომგებიანი ორგანიზაციის სტრატეგიული მართვა (მისია, მიზნები, ამოცანები)
  • ფონდების მოძიების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

დონორებთან ურთიერთობის მართვა

  • მაძიებელი და დონორი ორგანიზაციის ინტერესების კვეთა
  • დონორთა ტიპები, მოტივაცია; დონაციის ფორმები
  • ავტონომია და ჩართულობა

ფონდების მოძიების პროცესი

  • ფონდების მოძიების პროცესი (ROPES)
  • საგრანტო პროექტი
  • ინდივიდუალური შემოწირულობის მოთხოვნა

როგორ შევადგინოთ საპროექტო განაცხადი

  • განაცხადის ელემენტები
  • ბიუჯეტი
  • საპროექტო განაცხადების წარდგენა და უკუგება

 

საფასური:  500 ლარი

თარიღი:  1-2 მარტი, 2019

განრიგი:  პარასკევი:  10:00 -17:00

შაბათი :     10:00 – 17:00

მისამართი:  ქალაქი ბათუმი,მემედ აბაშიძის 33, სასტუმრო “WYNDHAM”

საიდენტიფიკაციო კოდი : 445521089

მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE37TB7562636080100010

მიმღების სახელი:  შპს ვოლნათ ტრენინგ მარკეტ

რეგისტრაცია
რეგისტრაცია
2019-03-25T09:26:30+00:00