fbpx

სასერტიფიკატო კურსი “სასტუმროს მენეჯმენტი”

.

კურსის მიზანია დამსწრეებს მისცეს სასტუმროს, როგორც ორგანიზაციის ოპერირებისათვის საჭირო სპეციფიური ცოდნა და მისი მართვისთვის აუცილებელი ინფორმაცია.  განხილული იქნება სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაცია და ბაზარზე არსებული ტენდენციები.

  კურსის გავლის შედეგად მსმენელები მიიღებენ  მასპინძლობის სფეროს თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებზე დამყარებულ ცოდნას და ასევე, გამოიმუშავებენ პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებს. დამსწრეები შეძლებენ განავითარონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რათა შეძლონ სამუშაოს დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება და წამოჭრილი ამოცანების გადაჭრა სტუმარ-მასპინძლობის დარგში.

.

– სასტუმროს განვითარების ეტაპები
– სასტუმროს ისტორია მსოფლიოში და საქართველოში
– ტურიზმის ინდუსტრია, ზოგადი მიმონხილვა ქართული ბაზრის მაგალითზე
– სასტუმროს ტიპები
– საქართველოში არსებული სასტუმროების კლასიფიკაცია
– სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა
– გენერალური მენეჯერის მმართველობითი უნარ-ჩვევები
– სასტუმროს დეპარტამენტების სამუშაო აღწერილობა და ზოგადი მუშაობის
სპეციფიკა (მიმღები F/O დეპარტამენტი, დასუფთავების სამსახურის დეპატამენტი, საინჟინროტექნიკური სამსახურის დეპარტამენტი, დაცვის და       უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტი, კვების და სასმელების დეპარტამენტი)
– ადამიანური რესურსები სასტუმრო ბიზნესში
– სასტუმროს გუნდის შექმნა და მოტივაცია
– გაყიდვების დეპარტამენტის სტრუქტურა ქართული და საერთაშორისო სასტუმროს
ბრენდის მაგალითზე
– შეთავაზების შექმნა
– ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა
– ეფექტური კომუნიკაცია მასპინძლობის ბიზნესში
– სტუმარის ტიპები სასტუმროში
– უკმაყოფილო და კმაყოფილი სტუმარი, მათთან კომუნიკაცია
– სასტუმროს კონცეფცია, არქიტექტურა და დიზაინი
– საქმის წარმოებადა მართვა სასტუმროში
– ქართული ბრენდული სასტუმროს პოზიციონირება ბაზარზე
– ფრანჩაიზი ქართულ რეალობაში
– ინტერნეტ მარკეტინგი სასტუმრო ბიზნესში
– სასტუმროს მართვის პროგრემები (PMS)
– საქართველოს ბაზრის სტატისტიკური მიმოხილვა
– ქართული სასტუმროს ბრენდის პოზიციონირება ბაზარზე
– ოქროს წესი სასტუმრო ბიზნესში
– მოტივაციის ძალა გუნდში
– წარმატების გასაღები მასპინძლობის ინდუსტრიაში

    ქეთევან ალიმბარაშვილს სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში 13 წლიანი უწყვეტი მუშაობის გამოცდილება აქვს. მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ქართული ბრენდების სასტუმროების გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებში. იყო სასტუმრო „ლაერტონ თბილისის“ გენერალური დირექტორი 2014-2019 წ.წ ამავე ბრენდის და კონცეფციის თანაავტორი. 2018 წლიდან დღემდე არის „სასტუმრო გრაფიკა ჯგუფის“ ფრეოფენინგ და პროექტ მენეჯერი. ეწევა ტრენერის და პირადი კონსულტანტის საქმიანობას „თიბისი ბანკისა“ და „აზიის განვითარების ბანკის“ ერთობლივ პროექტში, სასტუმროს ინდუსტრიის სფეროში. აქვს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება „სასტუმროების ოპერაციების“ კუთხით დღემდე. ასევე აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის ბიზნეს სკოლის ტრენინგ ცენტრთან და სხვა ტრენინგ ცენტრებთან სადაც ატარებს მასტერკლასებსა და ტრენინგებს მასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით. ის არის კომპანია „არეალის „ ქართული სასტუმრო მართვის სისტემის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი. არის დამოუკიდებელი ბიზნეს კონსულტანტი სასტუმროების ბრენდის, კონცეფციის შექმნისა და წინა მოსამზადებელი სამუშაოს კუთხით.

 

31 მაისი- 16 ივნისი, 2019 პარასკევი შაბათი-კვირა
19:00-21:00 16:00-19:00

საფასური

750ლარი

                                                                                                                           

რეგისტრაცია
რეგისტრაცია
2019-05-02T23:27:39+00:00