fbpx

მასტერკლასი – HR – სტრატეგიული პარტნიორი და კორპორატიული კულტურა

მასტერ კლასის მიზანია ადამიანური კაპიტალის მართვის პრინციპების, კორპორატიული კულტურის ცნებისა და ეთიკის ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება;

დამსწრეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას კომპანიის/ორგანიზაციის მართვისათვის აუცილებელი ეფექტური მექანიზმების შესახებ. განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა: შრომითი ურთიერთობები დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, ნეპოტიზმი, დასაქმებულის ფსიქოლოგიური და სექსუალური შევიწროვება, შრომის უსაფრთხოება, კომპანიის შიდა კომუნიკაციები და ა.შ

თუ მართავთ კომპანიას, ან ხართ ჩართული ადამიანური რესურსების მართვის პროცესში, ეს შეხვედრა თქვენთვისაა!
მასტერკლასი იქნება ინტერაქტიული, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერისგან მიიღებთ უახლეს ინფორმაციას თანამედროვე ტენდენციების შესახებ ამ სფეროში. იქნება განხილული კონკრეტული ქეისები.

👩🏽‍🏫 ტრენერი – HR ნანა ქუჩულორია/ Nana Kuchuloria

არასამთავრობო ორგანიზაცია- ,,ადამიანური კაპიტალის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
ადამიანური რესურსების მართვის ტრენერი;
USAID-ის პროექტების სამოქალაქო განათლების მიმართულების ექსპერტი, ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი.
ადამიანური რესურსების სფეროში 15 წლიანი გამოცდილება საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში.
მრავალწლიანი გამოცდილება პროექტების მართვის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით.

Your Content Goes Here
Your Content Goes Here
2019-01-31T13:30:04+00:00