fbpx

ტრენინგი “ბრენდინგი”

დღეს ბრენდი და ბრენდინგი არის იმ ყველაფრის ერთობლიობა რასაც ბიზნესი ქვია, ეს არის საღ აზრზე და მახვილგონიერებაზე დაფუძნებული მიზანმიმართული განსხვავებულობის შექმნა და მართვა, ეს არის საქმის წარმოების კულტურა.

ტრენინგი განკუთვნილია:

მცირე და საშუალო კომპანიის ხელმძღვანელებისა და მარკეტინგის მენეჯერებისათვის, სტარტაპერებისთვის, სტუდენტებისათვის, მარკეტინგის, PR და გაყიდვების სფეროში დაკავებული ადამიანებისათვის; საზოგადოდ, ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებსათვის.

ტრენინგის მიზანია დამსწრეთ ასწავლოს ბრენდის შექმნის, შენებისა და მართვის საფუძვლები. ბრენდისა და ბრენდინგის არსი და მნიშვნელობა. რატომ უნდა შეიქმნას ბრენდი და რატომ უნდა ზრუნავდნენ მის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობაზე.

ტრენინგის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ეცოდინება: რა არის ბრენდი და ბრენდინგი; როგორ და საიდან იწყება ბრნდზე მუშაობა; რა არის საჭირო ბრენდის შექმნის, დაგეგვმის და მართვისათვის.

რა არის ბრენდი და ბრენდინგი.
ბრენდის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესში;
ბრენდინგის სტრატეგიული მნიშვნელობა და სარგებელი
სხვაობა პროდუქტებისა და სერვისის ბრენდებს შორის;
ბრენდისა და ბრენდინგის როგორც ბიზნეს დისციპლინის წარმოშობის ისტორია;
ფაქტორები რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ბრენდის შექმნისას;
ბრენდის შექმნის წინაპირობები;
ბრენდის საკომუნკაციო პლატფრომის რაობა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი;
როგორ უნდა იმუშაოთ ბრენდის პლატფრომაზე;
ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგია;
ბრენდის სახელი, მისი მნიშვნელობა და რეკომენდაციები კარგი სახელის შესამუშავებლად;
ბრენდის ვიზუალური კონცეფცია, მისი მნიშვნელობა და რეკომენდაციები კარგი კონცეფციის შესამუშავებლად;

ალექსი ჩიქოვანი – სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE – ის დამფუძნებელი. სააგენტომ არსებობის 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში ბევრი საინტერესო და ცნობილი ბრენდი შექმნა და გამოიყვანა ბაზარზე. პირადად ალექსის აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდინგში, მარკტინგში და გაყიდვებში. 10 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდინგის ლექციების, ტრეინინგებისა და მასტერ კლასების მიმართულებით. არის ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მაგისტრი, კორპორატიულ სტრატეგიასა და ბრენდინგში (Lancaster University Business School, MBA, Specialization In Corporate Strategy, Brand Building And Management).

ხანგრძლივობა: 14 საათი

კურსის საფასური: 270 ლარი

საიდენტიფიკაციო კოდი : 445521089

მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE37TB7562636080100010

მიმღების სახელი:  შპს ვოლნათ ტრენინგ მარკეტ

2019-03-25T09:33:19+00:00