fbpx

ვორქშოფი – “პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსი”

ნინო გონაშვილი
ნინო გონაშვილიტრენერი
🔖 საერთაშორისო დონეზე სერტიფიცირებული ადამიანური რესურსების პროფესიონალი ტრენერი;
🔖14-წლიანი სამუშაო გამოცდილებით როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.
🔖”World Vision International” – ადამიანური რესურსების რეგიონალური ბიზნეს პარტნიორი;
🔖ახლო აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი, ქუვეითი
თანამშრომელთა სამუშაოს შესრულების (პერფორმანსის) მენეჯერი;
🔖ბრიტანული პროფესიული ორგანიზაციის CIPD -ის (The Chartered Institute of Personnel and Development – www.cipd.co.uk ) პრივილეგირებული წევრი;
🔖„HR Hub“-ის წევრი;
🔖„HR გილდიის“ წევრი;
🔖მანჩესტერის უნივერსიტეტი (ბიზნეს სკოლა), დიდი ბრიტანეთი – მაგისტრის ხარისხი (MSc) ადამიანური რესურსების მართვაში;

   

➖➖➖

ვორქშოფი მიზნად ისახავს მსმენელებს კვლევების საფუძველზე გააცნოს, თუ რა როლს თამაშობს პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსი ჩვენი კეთილდღობის უზრუნველყოფაში. შევისწავლით კონკრეტულ ტექნიკებს, როგორ შეიძლება პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ოქროს შუალედის პოვნა – ვისაუბრებთ კომპლექსურად, ემოციური, სულიერი, ფსიქიკური და სხვა კომპონენტების გააზრების შესახებ.

ვორქშოფის შედეგად მსმენელები შეძლებენ კონკრეტული ქმედებების ჩამოყალიბებას და დაგეგმვას, რათა მალე დაინახონ, რა დადებით გავლენას მოახდენს პროფესიული და პირადი ცხოვრების დასაბალანსებელი ქმედებები მათი ცხოვრების ხარისხზე.  

➖➖➖

    პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსი – ეს არის წონასწორობის მდგომარეობა, რომელშიც თანაბარია პირადი, პროფესიული  და ოჯახური ცხოვრება.

ვორქშოფი განკუთვნილია საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ, ხოლო ოჯახისა და საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ არ რჩებათ;  ადამიანები, ვინც თვლიან, რომ მათ აშკარად დარღვეული აქვთ ეს ბალანსი, მაგრამ არ იციან, რა შეცვალონ და როგორ.

ვოქშოპი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადამიანური რესურსების პროფესიონალებისთვის, რადგან განხილული იქნება ორგანიზაციების პერსპექტივა – თუ რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს ორგანიზაციას თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვამ.

სამუშაო ვერ მოგივლის ავადმყოფობის დროს. ამას მხოლოდ მეგობრები და მშობლები აკეთებენ. გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.“ – დალაი ლამა

დღე 1 – 4 სთ

  1. გაცნობა აუდიტორიის
  2. რას გვაძლევს ეს ბალანსი
  3. აუცილებელი კომპონენტები – პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის მიმართ ჰოლისტიკური მიდგომის გააზრება
  4. ცალკეული კომპონენტების გარჩევა და ერთმანეთთან დაკავშირება

დღე 2 – 4 სთ

  1. ჯგუფური/ინდივიდუალური სამუშაო
  2. ორგანიზაციული პერსპექტივა პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის მიმართ (ჩართულობა, დენადობა, )
  3. პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის შესახებ ქეისის განხილვა
  4. ვინ უნდა უზრუნველყოს ჩვენი პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი?
  5. დასკვა და შეჯამება

თარიღი: 7-8 დეკემბერი

საფასური

100ლარი

რეგისტრაცია
2019-11-13T09:24:52+00:00