fbpx
გააზიარე
Walnut

გაიგე რატომ არის გრაფიკული დიზაინის შესასწავლად იდეალური დრო!

თუ თქვენ ფიქრობთ კარიერის შეცვლაზე და ოცნებობთ გახდეთ გრაფიკული დიზაინერი, მაშინ ნება მიბოძეთ გითხრათ – არასოდეს ყოფილა უკეთესი დრო.

  1. თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ უნარები, რომლებსაც რობოტი ვერასდროს ვერ შეისწავლის/გააკეთებს

ტექნოლოგიები ვითარდება ყოველდღიურად,  რაც ჩვენ გაცილებით გვიმარტივებს ცხოვრებას, თუმცა ჩვენ, ადამიანებს ისინი ვერ შეგცვლიან.  ვრცელდება ცნობები, რომ დიდი ბრიტანეთის მუშა ხელი 15 წელიწადში შეიცვლება რობოტების მიერ. ეს ძალიან ნეგატიური ინფორმაციაა ბევრი ადამიანისათვის, თუმცა თუ თქვენ შეითვისებთ ისეთ უნარებს და შეისწავლით ისეთ პროფესიას რასაც რობოტი ვერასდროს შეძლებს, თქვენი მომავალი გარანტირებული იქნება რამოდენიმე ათეული წლისათვის.  ერთ-ერთი ასეთი პროფესია კი გრაფიკული დიზაინია, რაც მოითხოვს ადამიანურ ინტელექტსა და იდეებს, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, ტრენდებსა  თუ გემოვნებებს.

  1. თქვენ დააკმაყოფილებთ თაობა K-ს (GENERATION K) კრეატიულ მოთხოვნებს

დარწმუნებლი ვარ, რომ ბევრი გსმენიათ მილენიალების შესახებ. ახლა კი დროა მივიღოთ ინფორმაცია თაობა ზ-ს  (GENERATION Z) შესახებ, 1995-2002 წლებში დაბადებულ ადამიანებზე, რომელთაც აკადემიკოსი და ეკონომისტი ნორეენა ჰერტიზ  უწოდებს „თაობა კ“-ს .„შიმშილის თამაშების“ (ქეტნის ევერდინი)  ინსპირაციით მან გამოაქვეყნა სტატია გარდიანში სადაც ის აღწერს ამ თაობის სირთულეებს და გამოწვევებს მაგალითად ის ამბობს, რომ „ როგორც ქეტნისი, ასევე ამ თაობის წარმომადგენლებიც გრძნობენ, რომ მსოფლიო სადაც ისინი ცხოვრობენ არის მუდმივი ბრძოლის, არათანაბარი და უხეში გარემოს, დისტოპიური საზოგადოების ადგილი.

 მათ ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ, რადგან ისინი დაიბადნენ „ეკონომიკის ვარდნის პროცესში“ სადაც მუდმივი უთანასწორობაა  სამუშაო ადგილებზე და ფინანსური ოპტიმიზაციის ნაკლებობა. თუმცა საინტერესო ფაქტორია, რომ ეს თაობა ძალიან კრეატიული, ისინი გამუდმებით ცდილობენ ახალი აღმოჩენების გაკეთებას, საკითხისადმი კრეატიულად მიდგომას,  მათი ინსპირაცია ხდება გარემო სადაც ისინი ცხოვრობენ, ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობენ. 

 

  1. დიზაინმა და ბრენდინგმა მნიშვნელობა შეიძინა

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ  თაობა K -ს (GENERATION K) არ სჯერა  ბრენდების და ტრადიციული დიდი ბიზნესების. ამიტომაც დიზაინი და ბრენდინგი ეხლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადრე.  უკვე ყველაზე საჭიროა შექმნა პროდუქტი რაც ვიზუალურად მიმზიდველია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიზიდო შენი კრეატიულობით.

  1. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ფეხი აუწყოთ კარიერის მუდმივ ცვალებადობას

ძალიან დიდი ხნის მანძილზე ადამიანები ვეღარ ტკბენიან ე.წ. „ სამუდამო სამსახურებით“,  მუდმივად იცვლება მოთხოვნები , ძალიან გაგიმართლათ თუ ერთ პოზიციაზე დარჩით 5 წელზე მეტი. სამაგიეროდ, გრაფიკული დიზაინი იძლევა შესაძლებლობას,  რომ ყოველთვის და ყველგან იყოთ მოთხოვდონადი კადრი, კარიერის ნებისმიერ ეტაპზე. ამ სტატიის წერისას ათასობით ვაკანსიაა განთავსებული გრაფიკული დიზაინერების მოთხოვნით.

       5. არასდროს ყოფილა ასე მარტივი ცხოვრება და მუშაობა საზღვარგარეთ

თუ თავგადავლების მოყვარული ბრძანდებით და გსურთ გარანტირებული სამსახური საზღვარგარეთ, მაშინ გრაფიკული დიზაინი თქვენი პროფესიაა, რადგან ის ყველგან მოთხოვნადია.  მაგალითად, ავსტრალიაში, თუ ხართ გრაფიკული დიზაინერი აუცილებლად იპოვით კარგად ანაზღაურებად სამსახურს და გამარტივებულად მიიღებთ სამუშაო ვიზას.  თუ გიყვართ მოგზაურობა, ახალი ადგილების მონახულება მაშინ აუცილებლად სცადეთ შეისწავლოთ გრაფიკული დიზაინი.

 

  1. თქვენ ცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც მილიონობით ადამიანს შეუძლია თქვენი ნამუშევრის ნახვა

თუ გიყვართ ადამიანების ყურადღების ცენტრში ყოფნა და გსურთ თქვენი სახელის დამკვიდრება, მაშინ გრაფიკული დიზაინი საუკეთესო საშუალებაა თქვენი ეგოსთვის. თქვენი ხედვით შექმნილი დიზაინი შესაძლებელია იხილოს მილიონობით მნახველმა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ონლაინ, ქუჩაში, გაზეთსა თუ ჟურნალში. მსოფლიოს თვალი მომართული იქნება თქვენი კრეატიულობის უნარზე. ნამდვილად არის ეს ყველაფერი მაგიური!

  1. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ფეხი აუწყოთ კარიერის მუდმივ ცვალებადობას

ძალიან დიდი ხნის მანძილზე ადამიანები ვეღარ ტკბენიან ე.წ. „ სამუდამო სამსახურებით“,  მუდმივად იცვლება მოთხოვნები , ძალიან გაგიმართლათ თუ ერთ პოზიციაზე დარჩით 5 წელზე მეტი. სამაგიეროდ, გრაფიკული დიზაინი იძლევა შესაძლებლობას,  რომ ყოველთვის და ყველგან იყოთ მოთხოვდონადი კადრი, კარიერის ნებისმიერ ეტაპზე. ამ სტატიის წერისას ათასობით ვაკანსიაა განთავსებული გრაფიკული დიზაინერების მოთხოვნით.

  1. თქვენ ყოველდღე იქნებით პრობლემის გადაჭრის ძიებაში, რაც თქვენს ტვინს უხანგრძლივებს ცხოვრებას

ნეირომეცნიერების ახალი კვლევების თანახმად, ტვინის მუშაობისვის საუკეთესო წლებია 16-25 წლები.  თუმცა თუ ჩვენ გამუდმებით ვავარჯიშებთ ტვინს, ჩვენი ტვინი ყოველთვის ეფექტურად იმუშავებს. ტვინიც ხომ კუნთია, რომელიც საჭიროებს განუწყვეტლივ ვარჯიშს.

გრაფიკული დიზაინი  საუკეთესო საშუალებაა ტვინის ვარჯიშისათვის. ის ტვინს აქტიურ პროცესში ამყოფებს, ყოველდღიური პრობლემის გადაჭრის ძიება ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია ტვინის მუშაობის სიძლიერისათვის, ის აჯანსაღებს ტვინის მუშაობას და ცოტა უფრო მეტ საზრიანობასაც გვმატებს.

  1. კრეატიული პროცესით დაკავება აადვილებს ცუდ პერიოდს ცხოვრებაში

მსოფლიო ძალიან ბნელია, ყოველდღიურად ადამიანები ათასობით პრობლემას ვაწყდებით, ამიტომაც ძალიან ვსაჭიროებთ პოზიტივს და სიხარულს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. გრაფიკული დიზაინი  კი გვაძლევს შესაძლებლობას გავილამაზოთ ყოველდღიური ცხოვრება კრეატივით, შევხედოთ გარემოს სხვა თვალით და დავინახოთ ის დაფარული სილამაზე რასაც ცხოვრება გვთავაზობს. შესანიშნავი პროფესიაა, რომელიც გაძლევთ საშუალებას არ იფიქროთ სამუშაოზე, როგორც მოსაწყენ და რთულად შესასრულებელ მისიაზე.

10. ისწავლით თუ როგორ უნდა გახდეთ ფრილანსერები

გრაფიკული დიზაინის შესწავლა პროფესიულ დონეზე ბევრი სარგებლის მომტანია. თქვენ ძალიან მარტივად შეიძლება გახდეთ საკუთარი თავის უფროსი, შექმნათ საკუთარი ბიზნესი და მართოთ იგი საკუთარი სურვილების მიხედვით.თქვენ ვერავინ წაგართმევთ თქვენს პოზიციას, ყოველთვის აქტუალური პროფესია გექნებათ, რომელსაც  ვერასდროს წაგარმევთ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებზე შექმინილი რობოტიც კი.

წყარო: https://www.creativeboom.com/tips/10-great-reasons-why-its-an-awesome-time-to-study-graphic-design/

გაინტერესებთ გრაფიკული დიზაინის შესწავლა?

თუ გრაფიკული დიზაინის შესწავლა დიდიხანია შენი სურვილია, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხე, ჩვენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში Online დაგეხმარებით 🎨 
გადმოდი ლინკზე, გაიარე რეგისტრაცია ჩვენს ორთვიან პროგრამაზე და კურსის გავლის შემდეგ საკუთარი პორთფოლიოს შექმნასაც შეძლებ 🖍
📨 რეგისტრაცია: https://bit.ly/2Y36Vwe
Go to Top