„ვოლნათი“ 2017 წლიდან, წარმატებით ატარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს და უკვე ხუთასზე მეტი სერტიფიცირებული მონაწილე ჰყავს.
ეს არის განვითარების სივრცე, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების, სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების პიროვნულ, თუ პროფესიულ ზრდას. განსაკუთრებით, თანამედროვე მიმართულებების შესწავლასა და ერთმანეთში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაძლიერებას, უწყვეტი განვითარების კულტურის შექმნას ბათუმში.