ტრენინგი "ბრენდის მართვა"
თარიღი
5-6 ნოემბერი, 2022

ხანგრძლივობა
12 საათი
მიმოხილვა
ბრენდის შექმნა და მისი გრძელვადიანი წარმატებული განვითარება მოითხოვს სტრატეგიას, სტრატეგიის დანერგვის და აღსრულებისას დისციპლინირებულ, თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ ქმედებას.
ბრენდის ფურცელზე შექმნა ერთია, მეორეა მისი ნამდვილი სიცოცხლე, ადამიანებთან ურთიერთობის პროცესი სადაც რეალურად შენდება ბრენდი და თითოული მის ნაბიჯს გავლენა აქვს შედეგებზე. ამ პროცესს მართვა ჭირდება, არჩეული გზის განუხრელად მიყოლა. რას ნიშნავს ბრენდის მართვა, რას მოიცავს ბრენდის მართვა, რა არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში ამაზე ტრეინინგზე ვისაუბრებთ.
ტრენინგის შედეგად თქვენ შეძლებთ:
- სასწავლო კურსის მიზანია მსმელნელებს გააცნოს ბრენდის მართვის საფუძვლები. დაანახოს ბრენდის მართვის, როგორც ყოველდღიური სტრატეგიული ქმედების არსი და მნიშვნელობა.
- რა არის ბრენდი და ბრენდინგი;
- რა არის ბრენდის მართვა, რა არის საჭირო ბრენდის მართვისთვის.
ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი
- მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის მფლობელებისთვის და მენეჯერებისთვის; მარკეტინგის, PR და გაყიდვების სფეროში დასსაქმებული ადამიანებისათვის; საზოგადოდ, ბიზნესის სწორად მართვით დაინტერესებული ადამიანებსათვის.
შინაარსი
⦁ მოკლე შესავალი: რა არის ბრენდი და ბრენდინგი.
⦁ რა არის სტრატეგია, რატომ გვჭირდება ის და რას მოიცავს ბრენდის
სტრატეგია: ბრენდის რაციონალური და ემოციური სხვანაირობა,
გამართულობა და ორგანიზებულობა;
⦁ ბრენდის მართვა: რას ნიშნავს ბრენდის მართვა – სანამ ხარ საქმეში,
ხარ ბრენდინგში;
⦁ ბრენდის მართვა: ბრენდის კომუნიკაცია – საკომუნიკაციო ტონი,
ფორმები; ბრენდის სიტყვები, გზავნილები, მეტაფორები და შეხების
წერტილები;
⦁ ბრენდის მართვა: ბრენდის არქიტექტურა – ბრენდების
პორტფოლიოს სწორი ორგანიზება;
⦁ ბრენდის მართვა: საჭირო რესურსები – რა დაგვჭირდება და რა უნდა
გავაკეთოთ ბრენდის წარმატებულად სამართავად; მენტალური და
ქცევითი დამოკიდებულება ბრენდის მართვისადმი;
⦁ ბრენდის მართვის 20 პრინციპი.
⦁ პრაქტიკული სამუშაო- საკუთარ ბრენდზე მუშაობა, შედეგების განხილვა.
ტრენერი

ალექს ჩიქოვანი
სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE – ის დამფუძნებელი, სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი.ლექტორი და კორპორატიული ტრენერი.
აქვს ბრენდინგის, მარკეტინგის, გაყიდვების და კომუნკაციების 20 წელზე მეტი გამოცდილება, როგორც კორპორაციული ისე საკონსულტაციო მიმართულებებით.
GIPA-ს ასოცირებული პროფესორი სტრატეგიულ ბრენდინგში. სტრატეგიული ბრენდინგის ლექტორი სხვა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში და ტრეინინგ ცენტრებში, მათ შორის:
– GIPA [საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი], სადაც
პირველმა
საქართველოში დაიწყო ბრენდინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციის
სწავლება.
– EBS – ევროპის ბიზნეს სკოლა
– Aleterbridge – კომუნიკაციების სკოლა