პერიოდი

14 ოქტომბერი -30 ნოემბერი, 2020

ხანგრძლივობა

ორშაბათი – ოთხშაბათი(Online)

19:00 -21:00

საფასური

450 ლარი

..

სტრატეგიული ბრენდინგის პოპულარობის და მნიშვნელობის ზრდის ხანაში, სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის შეკითხვა: როგორ შენდება ბრენდები. რა უნდა ვაკეთოთ და რას უნდა მოვერიდოთ, თუ ჩვენი ორგანიზაციების და მათი პროდუქტების დიდ, ძლიერ ბრენდებად ქცევა გვინდა. კურსი სწორედ ბრენდის სტრატეგიულ მართვას შეეხება. მის განმავლობაში შევეცდებით ერთად გავიაროთ პროცესი ბრენდის ჩანასახიდან მის სამყაროში გამოჩენამდე. დეტალურად განვიხილავთ სტრატეგიულ შეკითხვებს, რომელსაც ბრენდის შენებისას უნდა ვუპასუხოთ და დოკუმენტებს, რომელიც სწორი სტრატეგიის სწორად აღსასრულებლად გვჭირდება.

პრაქტიკული სამუშაოები, მოგვცემს საშუალებას პრაქტიკაში გამოვცადოთ ჩვენი უნარები.

კურსის განმავლობაში სხვადასხვა ინდუსტრიებს ჯგუფური მუშაობის შედეგად გარდავქმნით და პრაქტიკაში დავინახავთ ბრენდინგის რეალურ ძალას.

კურსის დასრულების შედეგად, მონაწილეები გაეცნობიან ბრენდის შენებისთვის აუცილებელ იმ ნაბიჯებს, რომელიც სტრატეგიის შექმნისა და მისი თანმიმდევრული აღსრულებისთვის არის აუცილებელი. ერთად, ჯგუფური მუშაობით გამოვცდით რამხელა ძალა აქვს ბრენდინგის მიმართ სწორ მიდგომას და როგორ შეიძლება მოძველებული, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ინდუსტრიები ახალ, გამძლე ბრენდებად და გამოცდილებებად ვაქციოთ.

  • რა არის ბრენდინგი

  • სხვანაირი პროდუქტი, როგორც სტრატეგია

  • სამუშაო შეხვედრა 1 – როგორ იცვლება ინდუსტრიები

  • ბრენდის ემოციური სხვანაირობა

  • სამუშაო შეხვედრა 2 – როგორ იწყება ბრენდის შექმნა

  • ბრენდის საკომუნიკაციო ჩანასახი

  • ბრენდის ვალდებულებები

  • მომსახურების ბრენდების მართვა

  • მომსახურების ბრენდების მართვა

  • ბრენდის მართვის 5 ოქროს წესი

  • გამოცდა

.

თარიღი: 14 ოქტომბრიდან, 2020

საფასური

450ლარი

შოთა ჩინჩალაძე
შოთა ჩინჩალაძეტრენერი
შოთა ჩინჩალაძე ბრენდ კონსულტანტი და ბრენდინგის ერთადერთი სერტიფიცირებული სპეციალისტი საქართველოში! აქვს 9 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში. მისი კარიერა 2010 წელს მედიქლაბჯორჯიაში, მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობით დაიწყო. გახლდათ Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების ოფიციალური მაკრო დისტრიბუტორის მარკეტინგის მენეჯერი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მართავდა საავტომობილო ინდუსტრიის ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა Shell, Landirenzo, Energizer, Faber და ა.შ. 2012 წლიდან მუშაობს ბრენდინგისა და საკომუნიკაციო პროექტებზე ისეთ დიდ ბრენდებთან როგორებიცაა: ნატახტარი, მთიელი, TOYOTA კავკასია, VTB ბანკი, საქართველოს რაგბის კავშირი, უნიქარდი, ბროტმაისტერი, რერა, პირველი ნაბიჯი საქართველო, დრესაპ ჯგუფი და ა.შ. 2013 წლიდან კითხულობს ლექციებს ბრენდინგსა და მარკეტინგში, ჯიპაში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

რეგისტრაცია