თარიღი
შეხვედრა
ხანგრძლივობა
შეხვედრის ხანგრძლივობა
მიმოხილვა
იდეა რომელიც მოგყვება და გულს გიჩქარებს. საქმე რომელიც თან დაგყვება ყველაგან, სადაც არ არსებობს
სამუშაო საათები, შაბათი და კვირა, არც შვებულება არსებობს, მაგრამ არსებობს შეგრძნება, რომელიც ამ
ყველაფერს გაკეთებინებს – რწმენა და სიყვარული. თუ გაქ სტარტაპი, რომლის კარგად კეთებას თანდათან სწავლობ, სადაც მთავარი ძალა მეგობრობაა, ინფორმაციის წყარო კი – გუგლი.
თუ ეს ყველაფერი უკვე გამოგიცდია ან ახლა აპირებ ამ სამყაროში შემობიჯებას, შემოგვიერთდი ვოლნათში
სტარტაპ კვირეულზე, სადაც სხვადასხვა, ჩვენთვის აუცილებელი სფეროების წარმომადგენლები
გვესაუბრებიან, როგორ ვაკეთოთ საყვარელი საქმე შეზღუდული რესურსებით და მივაღწიოთ ჩვენი სტარტაპის
ყველაზე წარმოუდგენელ მიზნებსაც კი. ბენეფიტად, გამოცდილებასაც გააზიარებთ და ახალი იდეებით სავსე დაუბრუნდებით საყვარელ საქმეს.
ფორმატი
- ბიზნეს კვირეული 7 ინტენსიური ლექციისგან შედგება, სადაც 7 გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერი გაგიზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
- ყველა ამბიციური, კრეატიული და მოაზროვნე ადამიანისთვის, ვინც გადაწყვიტა შეეჭიდოს ბიზნესს!
სამუშაო პროგრამა
CSR კონსულტანტი და ექსპერტი.