..

ქოუჩინგი არის წარმატების მიღწევის ტექნოლოგიები, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის სააზროვნო სისტემის გაფართოებაზე. ქოუჩთან მუშაობის შედეგად ადამიანი იწყებს საკუთარი რესურსების და უანარების გამოყენებას და ეძებს მისთვის ოპტიმალურ გზას დასახული მიზნის მისაღწევად.

ბიზნეს ქოუჩინგი არის პროფესიული ურთიერთქმედების სისტემა ქოუჩსა და კომპანიას/ორგანიზაციას შორის, რომელიც მიმართულია ბიზნესის ზრდაზე, განვითარებაზე, ადამიანების მოტივირებაზე, მიზნების დასახვასა და მის შესრულებაზე ორგანიზაციულ კონტექსტში.

მთავარი ამოცანა, რასაც ბიზნეს ქოუჩინგი სახავს, ეს არის კომპანიაში/ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანების წარმატებისთვის შესაბამისი რესურსული გარემოს შექმნა, მათი პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარება. ქოუჩის მუშაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კლიენტის ბიზნეს ამოცანებით. იგი ასევე ეხმარება ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს მოახდინონ მნიშვნელოვანი პიროვნული ცვლილებები. შედეგად, კომპანია/ორგანიზაცია გადადის განვითარების ახალ საფეხურზე.

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი:

მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის (აპარატის უფროსი, დეპარტამენტის უფროსი, ბიზნესის მმართველი, HR, PR, Marketing…). ადამიანებისთვის, ვის მოვალეობებშიც შედის სტრატეგიული დაგეგმარება და მართვა, თანამშრომლების მოტივაცია, მუშაობის შედეგების გაუმჯობესება, მუშაობა სტრატეგიაზე და განვითარებაზე, კორპორაციული კულტურის და ღირებულებების ამაღლება, მართვის ოპტიმიზაცია და დასახული მიზნების მიღწევა.

ამ მოდულების გავლის შემდეგ თქვენ გექნებათ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბიზნეს ქოუჩინგის შესახებ. თქვენ შეძლებთ ორგანიზაციის შიდა სტრუქტურის აწყობას, მართვას და სტრატეგიულ დაგეგმარებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
თქვენ შეისწავლით ქოუჩინგის საფუძვლებს და პრინციპებს, სპეციალურ ქოუჩინგურ ტექნიკებს, მართვის და კომუნიკაციის მეთოდებს და ალგორითმებს.

კურსის უნიკალურობა:

კურსი აგებულია მილტონ ერიქსონის კომუნიკაციის მეთოდებზე, ქოუჩინგის და NLP საფუძვლებზე და ორიენტირებულია მსმენელებში განავითაროს პრაქტიკული უნარები. თქვენ გექნებათ საშუალება პროგრამის ფარგლებში იმუშაოთ ქოუჩთან, მონაწილეობა მიიღოთ დემო სესიებში და შეიმუშაოთ მართვის სტრატეგია თქვენი ორგანიზაციისთვის.

ბიზნეს ქოუჩინგი

  • რა არის ბიზნეს ქოუჩინგი?
    • როგორია მართვა ქოუჩინგის სტილში?
    • როგორ ავამაღლოთ პერსონალის მოტივაცია, სწორად დავსახოთ მიზნები და გამოვიყენოთ სტრატეგიული მუშაობის თანამედროვე ტექნოლოგიები?
    • როგორ ვაწარმოოთ ეფექტური ქოუჩინგური დიალოგი?
    • როგორ ავიმაღლოთ კომუნიკაციის უნარები?
    • როგორ დავნერგოთ ბიზნესის და პერსონალის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები და გავაუმჯობესოთ შედეგები?
    • როგორ მოვახდინოთ საკუთარი და თანამშრომლების რესურსების და უნარების ოპტიმიზაცია?
    • როგორ მივიღოთ უკუკავშირი და დავსახოთ ახალი მიზნები?
    • როგორ შევქმნათ ერთიანი გუნდი და როგორ ვიმუშაოთ ლიდერებთან?ყველა ამ კითხვას პასუხს სცემს ბიზნეს ქოუჩინგი. ეს არის თანამედროვე ბიზნეს სამყაროში მართვის უახლესი ტექნოლოგიების ნაკრები, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უკვე დანერგილია, საქართველოში კი ახლა ინერგება. პროგრამის უნიკალური შეთავაზებაა ცოდნასთან ერთად მიღებული პრაქტიკული სამუშაო სქემა, რომლითაც თქვენ შეძლებთ მართოთ ბიზნესი და აიყვანოს ის უფრო მაღალ ხარისხში.

შინაარსი:

• შესავალი ნაწილი – ქოუჩინგის არსი, ძირითადი პრინციპები
• ბიზნეს ქოუჩინგი – მუშაობის ფორმატი
• კონტრაქტი და მიზნის ჩამოყალიბება
• მიზნის დასახვა – სტრატეგიული დაგეგმარება
• პროექტების რეალიზაციის სტრატეგიის შემუშავება
• საბოლოო შედეგის ფორმატი
• ქოუჩინგის დანერგვა ორგანიზაციაში
• გუნდური ქოუჩინგი
• ქოუჩინგ ტექნიკების ნაკრები
• მუშაობა მოტივაციასთან/რესურსებთან
• მუშაობა ღირებულებებთან
• მუშაობა რწმენა-წარმოდგენებთან და წინააღმდეგობებთან
• ცვლილებების დანერგვა
• უკუკავშირი

.

თარიღი: 24-26 აპრილი, 2020

საფასური

350ლარი

® გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

ირინე ჭოჭუა
ირინე ჭოჭუატრენერი
• პროფესიონალი სერტიფიცირებული ქოუჩი (ICF Member);
• ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში,
• საერთაშორისო ასოციაციის წევრი (The Society of Neuro-Linguistic Programming™);
• ბიზნეს ტრენერი
• ‘ქოუჩინგ ლაბის’ დამფუძნებელი – პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატფორმა – www.coachinglab.ge
• სამაგისტრო პროგრამების ავტორი, მიწვეული ლექტორი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (პროგრამები: ტრანსფორმაციული ქოუჩინგი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება).
• მიწვეული ტრენერი – GIPA ტრენინგ ცენტრი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, Marketing School, NDI, USAID, NATO.