

რა არის ვოლნათი
ვოლნათ ტრენინგ მარკეტი საგანმანათლებლო სივრცეა ბიზნესებისთვის და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალებისთვის.
ვოლნათის მიზანია შექმნას უწყვეტი განვითარების მოტივაცია და კულტურა თვითრეალიზაციის მაქსიმუმის მისაღწევად.
რა საჭიროა უწყვეტი თვითგანვითარება?
ბიზნესის უწყვეტი განვითარებისთვის გადამწყვეტი პროფესიონალი თანამშრომლებია. სწორედ თანამშრომლების მუდმივ გავითარებაზე ზრუნვა გამოარჩევს წარმატებულ კომპანიებს.







პერსონალური ტრენინგ სივრცე შენი ბიზნესისთვის
ისარგებლე ვოლნათის მიერ პერსონალურად შენთვის შექმნილი ტრენინ-სივრცით.
პერსონალური ტრენინგ სივრცე მოიცავს თითოეული კომპანიისთვის ინდივიდუალურად მორგებული ტრენინგებისა და კურსების შექმნას მათი საჭიროებების გათვალისწინებით, თანამშრომელთა პერიოდულ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით. შედეგად, მიიღებთ კომპანიის პროდუქტიულობისა და შედეგიანობის ამაღლებას, მოტივირებულ თანამშრომლებსა და ჯანსაღ კორპორატიულ გარემოს. პერსონალური ტრენინგ სივრცე შენი ბიზნესისთვის
ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად შევქმნათ ახალი, თქვენს საჭიროებებზე მორგებული კურსი, ან თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ არსებული კურსებიდან ნებისმიერი:







ეფექტიანი კომუნიკაცია
ტრენინგი განკუთვნილია მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა აღმოაჩინონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები, განავითარონ კომუნიკაციის უნარები, შეიძინონ ის აუცილებელი ცოდნა და კომპეტენცია, რაც ეფექტიანი მომსახურების გაწევისთვისაა აუცილებელი.
ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ გამოიყენონ მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე ორიენტირებული მიდგომები და ტექნიკები, შეამცირონ მათი უკმაყოფილება და ეფექტურად მართონ კომუნიკაციის პროცესი.
- კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, ქეისების განხილვას, როლურ სავარჯიშოებს.
- სრული კურსი მოიცავს რეტრენინგსა და ONJOB ტრენინგს.
- ფასი დგინდება შეთანხმებით, საჭიროებების გამოვლენის შედეგად.







ეფექტური გაყიდვები
ტრენინგი განკუთვნილია გაყიდვების პროფესიონალებისთვის.
ტრენინგის მიზანიაგაყიდვების გუნდმა გაითავისოს გაყიდვების ძირითადი პრინციპები, მართონ გაყიდვებზე მოქმედი ფაქტორები, დაეუფლონ გაყიდვებს, შეძლონ გაყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა, როგორც გაყიდვების პროცესის, ასევე მისი შემადგენელი ეტაპების. ტრენინგი შესაძლებლობას მოგცემთ ადვილად მართოთ გაყიდვები და მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.
ტრენინგის შედეგად გაყიდვების გუნდი გამოიმუშავებს გაყიდვების ახალ უნარებსა და მიდგომებს, რაც საშუალებას მისცემთ მათ გაზარდონ გაყიდვები. გუნდი გახდება მოტივირებული და მაღალ შედეგებზე ორიენტირებული.
- კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, ქეისების განხილვას, როლურ სავარჯიშოებს.
- სრული კურსი მოიცავს რეტრენინგსა და ONJOB ტრენინგს.
- ფასი დგინდება შეთანხმებით, საჭიროებების გამოვლენის შედეგად.







ლიდერობა და მენეჯმენტი
ტრენინგი განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ ახლებურად შეხედონ მიმდინარე და მომავალ გამოწვევებს და განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანონ ორგანიზაცია.
ტრენინგის შედეგად გუნდები ხდებიან მოტივირებულები, ამოცანაზე ორიენტირებულები, ეფექტურები. მენეჯერები იძენენ ლიდერულ თვისებებს. კომპანიაში იკლებს შიდა წინააღმდეგობა და კონფლიქტები. მენეჯმენტისთვის ადვილია თანამშრომელთათვის ახალი, ამბიციური ამოცანების დასახვა და სასურველ შედეგებზე გასვლა.
- რა არის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისა და მენეჯმენტის გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლიან კომპანიების განვითარებას.
- როგორ გავზარდოთ მკვეთრად სამუშაოს შესრულების მაჩვენებლები.
- როგორ შევქმნათ ბიზნესის კულტურა, სადაც ხალხს უყვარს მუშაობა
- კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს, ქეისების განხილვას, როლურ სავარჯიშოებს.
- სრული კურსი მოიცავს რეტრენინგსა და ONJOB ტრენინგს
- ფასი დგინდება შეთანხმებით, საჭიროებების გამოვლენის შედეგად.







TEAM BUILDING - გუნდური შეჭიდულობა
ტრენინგი განკუთვნილია კომპანიებისთვის, გუნდური მუშაობის სტიმულირებისა და პრობლემის გუნდურად გადაწყვეტის უნარების გასაუმჯობესებლად!
თუ ამჩნევთ გუნდში პროდუქტიულობისა და ჩართულობის დაბალ მაჩვენებელს; შეინიშნება კომუნიკაციის სირთულეები, კონფლიქტები გუნდში; ხდება თანამშრომელთა გადინება, ახალი წევრების დამატება.
ტრენინგის შედეგად გაამყარებთ ნდობას გუნდში, გაიუმჯობესებთ კომპანიის მორალს, გექნებათ უკეთესი კომუნიკაცია, აღმოაჩენთ ლიდერებს, მოახდენთ ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას.
- ტრენინგი ტარდება ღია სივრცეში და მოიცავს ფიზიკურ აქტივობას, ჯგუფურ და ინდივიდუალურ სავარჯიშოებს, თამაშებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ როგორც საკუთარი, ასევე კოლეგების გუნდში მუშაობის და კომუნიკაციის ინდივიდუალური სტილი (ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები).
- ტრენინგის შემდეგ ტრენერი ფსიქოლოგი ამზადებს დასკვნასა და გასცემს გუნდის შედეგების გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციებს.
- ფასი დგინდება შეთანხმებით, საჭიროებების გამოვლენის შედეგად.