გააზიარე

.

სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარების კონცეფცია მსოფლიოში მზარდი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება კრიზისების დადგომასთან ერთად, რაც მის არათანმიმდევრულ განვითარებას და სტრეოტიპულ მიდგომას კიდევ უფრო ამყარებს.

შეხვედრაზე ვისაუბრებთ ამ კონცეფციის ბუნებაზე, მის გარდაუვალ მნიშვნელობაზე;  როგორ გადავაქციოთ პასუხისმგებლიანი მიდგომები ყოველდღიურობად და არა დროებითი გამოსავლის საძიებელ შესაძლებლობად.

თარიღი: 16 აპრილი, 2020 (18:00- 19:00)

ლექციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გამოგეგზავნებათ ლინკი, რომლითაც შეძლებთ ვოლნათის ონლაინ სივრცეში შემოსვლას.

თაკო როდონაია

ტრენერი

  • დამოუკიდებელი ტრენერი და კონსულტანტი;
  • კომპანია ჯეოსელის გარე კომუნიკაციების ექსპერტი;
  • კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტი;
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) – სამაგისტრო პროგრამის “საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის” ლექტორი.