.
შესაძლოა, ბევრისთვის დისტანციური სწავლება გასული წლის აღმოჩენა იყოს, თუმცა ეს მეთოდი დიდი ხანია არსებობს და ამისთვის უამრავი პლათფორმაც არის შექმნილი.
ვინაიდან არჩევანი ასეთი მრავალფეროვანია, შესაძლოა გაგიჭირდეთ საუკეთესოს არჩევა. აქ ჩამოთვლით 8 უფასო საგანმანათლებლო აპლიკაციას/ვებსაიტს, რომ მეტი ინფორმაცია გქონდეთ შთაგონებისთვის.
- Coursera
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინ სასწავლო რესურსი, კურსერას აქვს რამდენიმე ათასი კურსი წამყვანი საგანმანათლებლო პროვაიდერებისგან. მათ შორისაა ელიტარული უნივერსიტეტები, როგორიცაა სტენფორდი და პრინსტონი, ასევე მსხვილი ბიზნესები, როგორიცაა IBM და Google. Coursera გთავაზობთ რამდენიმე ათას უფასო კურსს სხვადასხვა მიმართულებით.
- Khan Academy
Khan Academy-ს აქვს მისია: „მიაწოდოს საუკეთესო უფასო განათლება ცნობისმოყვარე ადამიანების მთელ მსოფლიოში”. იგი გვავაზობს თავის ლექციებს ვიდეო გაკვეთილების სახით და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. ასე რომ, თუ გსურს ახალი კურსის გავლა და გონების გაფართოება, Khan Academy ნამდვილად კარგი ადგილია საამისოდ.
- edX
მსოფლიოში ისეთ ცნობილ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა ჰარვარდი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, edX-ზე დაახლოებით 2500 კურსის არჩევაა შესაძლებელი. ის ფოკუსირებულია ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, ენები და კომპიუტერული მეცნიერებები edX-ზე ყველა პოპულარული საგნებია.
- FutureLearn
FutureLearn გვთავაზობს უფასო მოკლე კურსების ფართო სპექტრს სხვადასხვა მიმართულებით. კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლია ციფრული სერთიფიკატიც მიიღო, თუმცა ეს დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული (საფასური 40$-დან იწყება).
- OpenLearn
OpenLearn მხოლოდ უფასო კურსებს გვთავაზობს. პროსცესში თითქმის 1000მდე ადამიანია ჩრთული. კურსები სირთულის მიხედვით 3 დონედ არის დაყოფილი, რაც საშუალებას აირჩიო ის კურსი რომელიც ყველაზე მეტად გამოგადგება. ხანგრძლივობა 1-3 საათიდან 24 საათამდე მერყეობს. ყურადღება გამახვილებულია ადრეული ასაკის ბავშვების განათლებასა და მოზარდებთან მუშაობაზე. ასე რომ, თუ მასწავლებლის კარიერას იწყებ, ეს საიტი აუცილებლად გამოგადგება.
- Udemy
Udemy ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც 130 000-ზე მეტ უფასო ვიდეო გაკვეთილს გვთავაზობს. მიმართულებები მრავალფეროვანია, დაწყებული ბიზნესითა და ტექნოლოგიებით, დამთავრებული შემოქმედებითი წერით, სხეულის ენითა თუ იოგით.
წყარო : Readdle