გააზიარე


arrow-left
ყველა კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსი

“დიზაინი ქმნის კულტურას. კულტურა აყალიბებს ღირებულებებს. ღირებულებები განსაზღვრავს მომავალს”

თარიღი

4 მარტი – 8 აპრილი

ლექცია

10

ხანგრძლივობა

20 საათი

ლექციის ხანგრძლივობა​

2 საათი


შინაარსი


ტრენერი


საფასური

მიმოხილვა

  პროფესია გრაფიკული დიზაინერი როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მოთხვოვნადია. გრაფიკულ დიზაინერს უნდა შეეძლოს თავისი ჩანაფიქრის ვიზუალურად გადმოცემა.

  ტრენინგის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრებთ გრაფიკული დიზაინის საფუძვლებზე, მის ისტორიაზე, განვითარებაზე და ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ვინ არის გრაფიკული დიზაინერი? როგორია მისი როლი მარკეტინგულ აქტივობებში. ასევე პრაქტიკულად შევისწავლით Adobe Photoshop და Adobe Illustrator პროგრამებს, ძირითად ინსტრუმენტებს, მუშაობის პრინციპებს და ტექნიკებს. ვისაუბრებთ ტექნიკურ მოთხოვნებზე და პირად გამოცდილებაზე დაფუძნებულ მეთოდებზე. 

ტრენინგის შედეგად თქვენ შეძლებთ:

  • ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ გააკეთოთ მარტივი ფოტომანიპულაციები, დაამუშავოთ ფოტოები, შექმნათ პოსტერები სოც. მედიისთვის, გაამზადოთ საბეჭდი ფაილები ბუკლეტების, სავიზიტო ბარათების და სხვა პოლიგრაფიული მასალების, ყველა ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით. გექნებათ ზოგადი წარმოდგენა გრაფიკული დიზაინერის სპეციალობებზე და მის გამოწვევებზე.

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი:

  • კურსი არის განკუთვნილი ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს რომ გაიგოს გრაფიკული დიზაინერის პროფესიის შესახებ, მოსინჯოს ძალები და დაინახოს განვითარების გზა.

შინაარსი

I ლექცია

• რა არის გრაფიკული დიზაინი
• გრაფიკული დიზაინერის როლი კომუნიკაციაში
• დიზაინის მიმართულებები და ვიზუალური ტენდენციები
• რასტრული და ვექტორული გრაფიკა
• გრაფიკული რედაქტორები
• ფოტოშოპის ინტერფეისი და საბაზისო ხელსაწყოები
• დიზაინი ჩვენს გარშემო
• კოპმოზიციის პრინციპები
• დავალება

II ლექცია

• რა არის ტიპოგრაფია
• დამწერლობის და ბეჭდური ალფავიტის ისტორია
• ქართული ტიპოგრაფია
• მარტივი და კომპლექსური ფორმების შექმნა/რედაქტირება
• ფერებთან და გრადიენტებთან მუშაობა
• ფერთა თეორიის შესავალი და გამოყენების პრაქტიკული მაგალითები
• მარტივი გეომეტრიული ობიექტების შექმნა და მათი მანიპულირება
• ტექსტის რედაქტირება
• დაკაბადონების პრინციპები
• დავალება

III ლექცია

• ფერის თეორია
• ფერების პროფილები (RGB და CMYK)
• სურათის შემოტანა და მარტივი მანიპულაციები
• Layer Mask-ის გამოყენება და რედაქტირება
• ფერებზე მუშაობა/კორექტირება
• Pen tool ხელსაწყოს გამოყენება
• Adjustment Layers
• დავალება

IV ლექცია

• ფონტის ტიპები
• შრიფტის აგებულება
• ფორმატირება უკეთესი კითხვადობისათვის
• ფონტების დაწყვილება
• ტიპოგრაფიული პოსტერები
• დავალება

V ლექცია

• ვექტორული გრაფიკის უპირატესობები და ნაკლოვანებები
• Adobe Illustrator’ის ინტერფეისის მიმოხილვა
• მარტივი და კომპლექსური ფორმების შექმნა/რედაქტირება
• ფერებთან და გრადიენტებთან მუშაობა
• Artboard-ები
• ფერების პროფილები (RGB და CMYK)
• მარტივი გეომეტრიული ობიექტების შექმნა და მათი მანიპულირება
• ტექსტის რედაქტირება
• დავალება

VI ლექცია

• ბადეების სისტემები და დაკაბადონების პრინციპები
• საბეჭდი ფაილის მომზადება
• ტექნიკური მოთხოვნები
• ბუკლეტის დაკაბადონება
• დავალება

VII ლექცია

• აიდენტიკა და კორპორატიული სტილი
• ლოგო და ლოგოს შექმნის პრინციპები
• მაგალითების მიმოხილვა
• დავალება

VIII ლექცია

• მოქაფების გამოყენება
• მოქაფის შექმნა/რედაქტირება
• საფირმო სტილზე მუშაობა
• ნამუშევრის პრეზენტაცია

IX ლექცია

• მარკეტინგილუ ბრიფი
• დიზაინ პროცესი
• იდეების გენერაცია
• ჩანახატების პრინციპი
• დავალება

X ლექცია

• სოც. მედია მასალების მომზადება
• სოც. მედიის დაბრენდვა
• ტექნიკური მოთხოვნები
• პროცესების ავტომატიზაცია
• შაბლონების მომზადება
• ფინალურ ნამუშევრებზე დაბრიფვა

ფინალური ლექცია

• დიზაინერის პოზიციონირება
• განვითარების გზები
• ფინალური ნამუშევრების პრეზენტაცია

ტრენერი

story

ნიკოლოზ ოსიპოვი

ნიკოლოზს აქვს  10 წლიანი სამუშაო გამოცდილება პოლიგრაფიაში და გრაფიკულ დიზაინში. ამჟამად UI/UX და გრაფიკული დიზაინერია adjarabet.com’ში.

წარსულში უთანამშრომლია კორპორატიულ დიზაინერად ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა  Barambo, Liderfood, Terabank.

 

მზად ხარ შემოგვიერთდე?


arrow-icon-size3
რეგისტრაცია

კურსის ღირებულება


500

  • კომპანიიდან 2 ან მეტი მონაწილის დასწრების შემთხვევაში მოქმედებს 10-20% ფასდაკლება
  • საფასურის გადახდა შეიძლება როგორც ეტაპობრივად, ასევე თიბისი ბანკის განვადებით.


გაიგე მეტი

შეიძლება დაგაინტერესოს


ვრცლად