GOOGLE SEO, GOOGLE ADWORDS და GOOGLE ANALYTCS რაში გამომადგება ამ ხელსაწყოების ცოდნა?
თუ გაინტერესებთ ონლაინ მარკეტინგი და კითხულობთ ბევრს მის შესახებ, აუცილებლად შეგხვდებოდათ სიტყვები ედვორდს, სეო ან საძიებო სისტემა და სხვა. დიდი შანსია, რომ საერთოდ ვერ ვიგებდეთ ამ ტერმინების მნიშნელობას, ან არ ვიცოდეთ როგორ გამოიყენება თითოეული მათგანი.
ასევე ხშირად, როდესაც ჩვენი კომპანიის ციფრულ არხებს მართავს გარე მარკეტინგული კომპანია, გვიგზავნიან რეპორტებს, რომელიც გაურკვეველ ინფორმაციას შეიცავს და არ გვაქვს შესაძლებლობა შევამოწმოთ მათი მუშაობის ხარისხი.

რა არის სეო?
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) არის თქვენი ვებ – გვერდის ოპტიმიზაციის საშუალება, რომლის გამოყენებით შესაძლებელია საუკეთესო პოზიციის მოპოვება Google -ის საძიებო სისტემაში.
საძიებო სისტემაში ტოპ ადგილები უკავია პოპულარულ და აქტუალურ კონტენტს, რასაც გუგლიც ხარისხიანად აღიქვამს. საძიებო სისტემაში განთავსება არ არის დამოკიდებული მხოლოდ რეკლამაზე.
რატომ არის საჭირო ინვესტიცია სეო-ში?
თუ შენი კომპანიის პოვნა რთულია გუგლის საძიებო სისტემაში, მცირდება შანსი, რომ შეძლებ გაყიდო შენი პროდუქცია, ან მომსახურება.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ სანტექნიკური კომპანია ნიუ-იორკში. შედით გუგლში (Google .com) ჩაწერეთ საძიებელში – სანტექნიკოსი ნიუ-იორკში, ჩამოსქროლეთ გვერდი. ხედავთ თქვენს კომპანიას პირველივე გვერდზე? ან საერთოდ თუ ხედავთ მას?
შესაძლებელია, რომ კომპანიის ძებნისას თქვენ საძიებო სისტემაში გამოჩნდეთ მხოლოდ გარკვეული საკვანძო სიტყვების გამოყენებისას. მაგრამ არა ყველა საკვანძო სიტყვების გამოყენებისას. სეო-ს მიზანია, რომ თქვენი ვებ-გვერდი იყოს ავტორიტეტული და ხარისხის მაჩვენებელი, რაც უზრუნველყოფს მის მოძიებას საძიებო სისტემაში გაცილებით უფრო მეტი საკვანძო სიტყვის გამოყენებით.

რა არის გუგლ ედვორდს?
Google ედვორდს არის პლატფორმა, რომელიც იმართება გუგლის მიერ, რომლის გამოყენებით კომპანიებს ეძლევათ საშუალება განათავსონ რეკლამა თავიანთი ვებ-გვერდის საძიებო სისტემაში. რასაც მომხმარებელი იპოვის მარტივად საკვანძო სიტყვების გამოყენებით.
საკვანძო სიტყვების ჩაწერისას საძიებო სისტემაში პირველივე გვერდის დასაწყისში ჩანს რეკლამა.
რატომ არის საჭირო ინვესტიცია Google ედვორდში?
თუ თქვენ შექმნით ედვორდ ანგარიშს და მიუთითებთ საკვანძო სიტყვებს, თქვენ გაქვთ გარანტია, რომ თქვენი რეკლამა აუცილებლად გამოჩნდება მომხმარებლის მიერ მსგავსი საკვანძო სიტყვების გამოყენებისას. ეს უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა აკონტროლოთ ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ვიზიტების რაოდენობა.
Google ედვორდ ასევე გამოიყენება უფრო ეფექტურად ახალი სერვისების და პროდუქტების რეკლამისთვის.
როგორ მუშაობს ედვორდ?
Google ედვორდის გამოყენების დროს თქვენ თავად ქმნით წესებს, ირჩევთ საკვანძო სიტყვებს. დღიურ ბიუჯეტს და მაქიმალურ თანხას თუ რას გადაიხდი თითო დაწკაპუნებაზე (pay per click).
ბიუჯეტი და მაქსიმალური ფასის შეთავაზება განსაზღვრავს თქვენ ადგილს საძიებო სისტემაში, რაოდენობას თუ რამდენჯერ მოხდება თქვენი ვებ-გვერდის რეკლამა.

ონლაინ ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია არსებული სტატისტიკის გაანალიზებაზე, ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ბიზნესში ცვლილებების შეტანასა და ონლაინ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე. Google Analytics გაძლევთ ნებისმიერ საჭირო ინფორმაციას თქვენი ვებგვერდის ვიზიტორებისა და იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებმაც თქვენი პროდუქტი ან სერვისი ვებგვერდიდან შეიძინეს. გუგლ ანალიტიკსის ინფორმაციის სწორად გამოყენებით შეძლებთ მარკეტინგული რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს ისეთ შედეგებს როგორიცაა გაყიდვები და ROI.
ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესაბამისად, ჩვენი მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა უმთავრესი მიზანია.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში არ დაფიქსირებულა არცერთი დადასტურებული შემთხვევა 𝗖𝗢𝗩𝗜𝗗 – 𝟭𝟵 ინფექციისა, გადავწყვიტეთ ყველა დაგეგმილი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში განვაგრძოთ.
Digital advertising fundamentals/ Seo-ის 36 საათიანი ლექციები 27 მარტიდან დისტანციურად, ZOOM-ის აპლიკაციის საშუალებით ჩატარდება.
ZOOM-ს გააჩნია face-to-face video, მაღალი ხარისხის ეკრანზე გაზიარების და Instant Messaging ფუნქციები ❤️
რეგისტრაცია!
ისწავლე, როგორ გამოიყენო Google შენი ბიზნესის წარმატებისთვის.