პერიოდი

17-18 ოქტომბერი, 2020

ხანგრძლივობა

12 საათი

11:00 – 18:00

საფასური

უფასო

..

პროგრამა მოიცაცს, როგორც თეორიულ ასევე მეტწილად (70-75%) ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებებს, რომელიც სწავლება-კეთების პრინციპზეა დაფუძნებული (Learning By Doing), რაც ხელს უწყობს მონაწილეებში იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და არსებულის დახვეწვას, რომელიც აუცილებელია კონკურენტუნარიანი, ღირებული საპროექტო, საგრანტო განაცხადების მომზადებისთვის. აღნიშნული მოდული მოიცავს, როგორც პროექტების წერის უნივერსალური მეთოდოლოგიის შესწავლას, ასევე პროექტის ძირითადი საკვანძო საკითხების სიღრიმისეულ ანალიზს, საგრანტო პროექტის მოცულობის, მიზნების და ამოცანების, დროის და ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვას. ტრეინინგის მონაწილეები ასევე, გაეცნობიან პროექტების დაინტერესებული პირების ანალიზის ტექნიკებს (Stakeholders Analyze), რისკ მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების და ხარისხის კონტროლის, პროექტის შეფასების მექანიზმების საფუძვლებს.

ტრენინგ-კურსის პროგრამა:

♦ შესავალი პროექტების წერაში ;

♦ პროექტის საჭიროებების განსაზღვრა;

♦ როგორ მოვემზადოთ საპროექტო განაცხადის შექმნისთვის;

♦ პროექტის მიზნების ეფექტური ბმა საგრანტო კონკურსის მოთხოვნებთან

♦ პრობლემების სწორად იდენტიფიცირების გზები ღირებული მიზნების და ამოცანების ჩამოყალიბებისთვის;

♦ საგრანტო პროექტის დაგეგმვა, სამოქმედო გეგმის შემუშავება;

♦ საგრანტო პროექტის დაინტერესებული მხარეების ანალიზი;

♦ პროექტის ტაქტიკა და სტრატეგია;

♦ პროექტის რესურსების ეფექტური განსაზღვრა;

♦ პროექტის ბიუჯეტირება და რისკების დაზღვევა;

♦ პროექტის მონიტორინგის და შეფასების ინდიკატორები, მექანიზმების შემუშავება;

♦ თანამედროვე ტექნოლგოები საგრანტო პროექტების წერაში;

♦ ტერმინოლოგია/ ფრაზები (Key Words), რომელიც უნდა ✔ და ❌ არ უნდა გამოიყენო საკონკურსო პროექტების წერისას;

♦ ევროკავშირის და სხვადასხვა ტიპის პროექტების წერის სპეციფიკა, მაგალითები;

♦ საგრანტო / საპროექტო განაცხადის ტექნიკური გამართვა;

♦ დონორებთან ეფექტურის კომუნიკაციის დამყარების გზები და ტექნიკები

პროგრამის შემუშავებისას გაანალიზებულია ტრენერის მიერ წლების მანძილზე დაგროვებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკულო გამოცდილება 7 ქვეყნის მაგალითზე, რომელიც ადაპტირებულია საქართველოს ბაზრის მოთხოვნებთან და საჭიროებებთან. მონაწილეები მიღებულ ცოდნას თავისუფლად გამოიყენებენ პრაქტიკაში, როგორც ინდივიდუალური საპროექტო განაცხადების შემუშავებისას, ასევე სხვადასხვა საჯარო თუ კერძო კომპანიებში მუშაობისას.

მოდული მოიცავს, ისეთ აქტივობებს და ფორმებს, როგორიცაა :

♦ სიმულაციები და როლური თამაშები
♦ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
♦ შემთხვევის ანალიზი /Case studies
♦ პრაქტიკული სამუშაო
♦ დისკუსია
♦ პრეზენტაცია
♦ ჯგუფური მუშაობა
♦ ინდივიდუალური მუშაობა
♦ გონებრივი იერიში / Brainstorming / ტვინის ტალღები
♦ დემონსტრირება / შემაჯამებელი პრეზენტაცია (Dragon’s Den ფორმატში)

გიორგი აგირბაია
გიორგი აგირბაიატრენერი
• ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის პროექტების ტრენერი: დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, გერმანია, მოლდოვა, ბულგარეთი, უკრაინა, საქართველო; • ა/ო „ProActive Group Georgia“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; • „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ – საქართველოდან, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში; • „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“- მენტორი; • მედიაწიგნიერების სერტიფიცირებული ტრენერი – IREX in Georgia; • მეწარმეობის სერთიფიცირებული ტრენერი და მენტორი; • USAID / Georgia: ახალგაზრდული მეწარმეობის რეგიონალური პროგრამის ფარგლებში – სამეწარმეო ტრენერი; • ბრიტანეთის საბჭო, სტუ-ს და კილის უნივერსიტეტი:ტრენერების ტრენინგი.

ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ

  • 25-35 წლამდე დაუსაქმებელ ადამიანებს;
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს (უპირატესობა 
    მიენიჭებათ ბიზნესისა და ეკონომიკის კურსის სტუდენტებს).

რეგისტრაცია