პერიოდი
22 ივნისი- 22 აგვისტო, 2020
ხანგრძლივობა
32 საათი, 16 სალექციო კურსი
სამშაბათი – პარასკევი (19:00 – 21:00)
საფასური
400 ლარი
..
21-ე საუკუნეში ადამიანებს ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციის ნაკადთან გვაქვს წვდომა, შესაბამისად, არ გვრჩება ბევრი დრო რომელიმე ერთ საინფორმაციო წყაროზე კონცენტრაციისათვის. სწორედ ამიტომ, სამიზნე აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდების სწრაფი და გამორჩეული ხერხის მოძიება დაიწყეს და გამოსავალი გრაფიკულ დიზაინში იპოვეს, რომლის საშუალებითაც უამრავი სიტყვა შეიძლება ერთმა გრაფიკულმა გამოსახულებამ ჩაანაცვლოს. გრაფიკული დიზაინი არის ვიზუალური კომუნიკაცია, რომელიც, ძირითადად, ტექსტისა და სურათის ოსტატური კომბინირებით დგება.
“დიზაინი ქმნის კულტურას. კულტურა აყალიბებს ღირებულებებს. ღირებულებები განსაზღვრავს მომავალს” Robert L. Peters, designer and author
გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსი გაკუთვნილია გრაფიკული დიზაინის სწავლის მსურველებისთვის.