გააზიარე

პერიოდი

29 მარტიდან, 19:00-21:00

Online

რეგისტრაციის დასრულებამდე

დარჩენილია 

0
0
0
0
Days
0
0
Hrs
0
0
Min
0
0
Sec

საფასური

850 ლარი

კურსზე მიიღებთ ცოდნას სასტუმროს ფინანსების სტრუქტურის, შემოსავლების განაწილებისა და კონტროლის მექანიზმების შესახებ, სეგმენტაციის, განფასების და პროგნოზირების შესაძლებლობით.

  .

კურსის განმავლობაში გაივლით სასტუმროს მართვის ციკლს, დასაწყისიდან წარმატებული ოპერაციების მენეჯმენტამდე. კურსის მნიშვნელოვან ნაწილს რევენიუ მენეჯმენტს, გაყიდვებსა და ფინანსურ მენეჯმენტს დავუთმობთ. კურზე მიიღებთ ცოდნას ფინანსების სტრუქტურის, შემოსავლების განაწილებისა და კონტროლის მექანიზმების შესახებ, სეგმენტაციის, განფასების და პროგნოზირების შესაძლებლობით. კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ ეფექტურად გამოიყენოთ მიღებული ცოდნა, მართოთ მოთხოვნა და დანახარჯები, გაყიდოთ სასტუმროს სერვისები და გააუმჯობესოთ სასტუმრო ბიზნესის შემოსავლები. კურსის საბოლოო მიზანია მონაწილეები დაეუფლონ აუცილებელ უნარებს, რათა მათ შეძლონ მოამზადონ სასტურმო პროექტი პრაქტიკულად – შექმნან სასტუმრო ბიზნესის მოდელი ფინანსური ანალიზით.

აქტივების განვითარება და მენეჯმენტის ციკლი

  • სასტუმრო პროექტის სხვადასხვა ციკლი, დასაწყისიდან დასასრულამდე:
  • ბაზრის კვლევა და შესაბამისობის შეფასება
  • სასტუმრო პროექტი, კონცეფციის შემუშავება, დაგეგმვა
  • გრძელვადიანი ბიუჯეტის გეგმის შემუშავება
  • მშენებლობა და ფრე-ოფენინგი
  • ოპერაციების და აქტივების მენეჯმენტი
  • მენეჯმენტის სტრატეგიები

შემოსავლების მართვა – ბიზნეს მიქსი

  • ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებელი – დატვირთულობა, გაყიდვის საშუალო ტარიფი(ADR), შემოსავალი ხელმისაწვდომი ოთახების რაოდებიდან (RevRAP)
  • ბაზრის სეგმენტაცია – სეგმენტაცია და სტრატეგიული სეგმენტაციის ტიპები
  • კონკურენტების ანალიზი, რეზერვაციები და ბაზრის მონაცემები ფასების და ღირებულებების თეორია
  • ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტის განხილვა, ხარჯების მართვა განფასებისას

შემოსავლების მართვა – განფასება

  • რევენიუ მენეჯმენტის საფუძვლების განხილვა, განფასების თეორიის ჭრილში – კავშირი შემოსავლების მაქსიმიზაციასა და დანახარჯების კონტროლს შორის
  • ტრადიციული და ონლაინ არხების განხილვა
  • Bottom-up მიდგომა ფასწარმოქმნისას – როგორ დავითვალოთ ოთახის საშუალო ღირებულება, ყველა მოსალოდნელი ხარჯის გათვალისწინებით
  • სასტუმროს ფასწარმოქმნის სტრატეგიები, რატომ არის ფასწარმოქმნა მნიშვნელოვანი?
  • ფასწარმოქმნის გავრცელებული შეცდომები
  • როგორ განვავითაროთ შემოსავლების და ფასწარმოქმნის სტრატეგიები?
  • გაეცანით გასავლების რეალურ მაგალითს, გადახედეთ ხარჯების ყველა ცენტრს და მათ ურთიერთობას შემოსავლის ცენტრებთან

გაყიდვების მენეჯმენტი:

  • გაყიდვების სტრუქტურის შექმნა ბიზნეს მიქსის მიხედვით
  • გაყიდვების ტექნიკების და გაყიდვების მენეჯმენტის სტრატეგიების დანერგვა
  • გაყიდვების სტრატეგიასა და გაყიდვების გუნდში ყოველწლიური ბიუჯეტის მიზნების დანერგვა/მონიტორინგი/შეფასება
  • გაყიდვების ოპერაციების კოორდინირება

გაყიდვების მენეჯმენტი:

  • გაყიდვების უნარები
  • გაყიდვების ტიპები
  • გაყიდვების გამოწვევები – დაგეგმვა, კონტროლი, შეფასება
  • კლიენტებთან ურთიერთობის მართვა
  • შემოსავლების მენეჯმენტისთვის მომხმარებელთა უკუკავშირის მიხედვით ინფორმაციის მიწოდება

ხარჯების პროგნოზირება და ბიუჯეტირება: სტუმართმასპინძლობის კოეფიციენტის გააზრება და ბენჩმარკინგი.

  • როგორ მოვახდინოთ პროგნოზირება განვლილ მონაცემებზე დაყრდნობით?
  • რომელი მონაცემები ვეძებოთ და როგორ ვაკონტროლოთ თანაფარდობა?
  • შეფასების საფუძვლად ფინანსური კოეფიციენტებისა და საოპერაციო მაჩვენებლების გამოყენება

ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია ხარჯების კლასიფიკაციასთან და გადაწყვეტილების მიღებასთან

  • ოპერაციების განყოფილებები და მათი ურთიერთობა ერთმანეთთან (მაგალითად, შეგვიძლია განვიხილოთ ოთახების განცალკევება სპა, F&B, ბანკეტებისა და სხვა სერვისებისგან)
  • ოპერაციების განყოფილებები და მათი კომპონენტები
  • ძირითადი კლასიფიკაციის სქემების გავრცელება და ოპტიმიზაცია: პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები
  • ხარჯების სტრუქტურა – სასტუმროს საქმიანობაში არსებული სხვადასხვა ხარჯების გაცნობა; ღირებულებითი ობიექტების კვლევა ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების როლი მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მიღებისა და ორგანიზაციული კონტროლის დროს
  • ძირითადი გადაწყვეტილებები და მათი დამოკიდებულება ხარჯებთან (მაგალითად: უნდა დაიხუროს თუ არა სასტუმრო ზამთრისთვის? უნდა მოხდეს თუ არა გარკვეული მომსახურების გატანა? არის თუ არა ოპტიმალური 100,000-ის დახარჯვა რეკლამისთვის გარკვეულ შემთხვევებში?

შრომის ხარჯები

  • შრომითი ძალის დაგეგმვა – რამდენი თანამშრომელი შეიძლება გყავდეს თითოეულ დეპარტამენტში, რა არის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები?
  • ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ შრომის ღირებულებაზე და დეპარტამენტებს შორის შრომის ხარჯების განაწილებაზე
  • არაშემოსავლიანი შრომითი ხარჯების განაწილება
  • ადამიანური რესურსი და მათი განაწილება

პრაქტიკული ჯგუფური სამუშაო: შექმენით თქვენი სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა – რამდენი თანამშრომელი გჭირდებათ თითოეულ განყოფილებაში, როგორია სამუშაოების ოპტიმალური გრაფიკი? როგორ უკავშირდება ეს განაწილება ხელფასებსა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს? შექმენით საშტატო ბიუჯეტი.

ოთახის ხარჯები: იდენტიფიკაცია, განაწილება და ოპტიმიზაცია

  • ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების დეტალური მიმოხილვა – ცვალებადი და ფიქსირებული ხარჯების განსხვავებები და მახასიათებლები
  • როგორ განვსაზღვროთ და გამოვიყენოთ ოთახების ღირებულების კოეფიციენტი ბიუჯეტირებისთვის?

F&B ხარჯები: იდენტიფიკაცია, განაწილება და ოპტიმიზაცია

  • ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების დეტალური მიმოხილვა – ცვალებადი და ფიქსირებული ხარჯების განსხვავებები და მახასიათებლები
  • როგორ განვსაზღვროთ და გამოვიყენოთ F&B ღირებულების კოეფიციენტები ბიუჯეტის მიზნებისათვის?

A&G და S&M: იდენტიფიკაცია, განაწილება და ოპტიმიზაცია

  • ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების დეტალური მიმოხილვა – ცვალებადი და ფიქსირებული ხარჯების განსხვავებები და მახასიათებლები
  • როგორ განვსაზღვროთ და გამოვიყენოთ A&G და S&M ხარჯების კოეფიციენტები ბიუჯეტის მიზნებისათვის?
  • გაყიდვები და ჯავშნები (ძირითადი ზედნადები ხარჯები) ხარჯების მენეჯმენტთან მიმართებაში
  • რამდენი S&M თანამშრომელი გჭირდებათ?

გჭირდებათ S&M მარკეტინგის დირექტორი?

  • სად დავზოგოთ, როდის დავხარჯოთ სიფრთხილით და როდის შევაფასოთ მოგების შესაძლებლობა
  • მარკეტინგის ღირებულება და მისი კავშირი მომგებიანობასთან
  • გაყიდვების ღირებულება და მისი კავშირი მომგებიანობასთან

POM (წარმოებისა და ოპერაციების მენეჯმენტი) და კომუნალური ხარჯები: იდენტიფიკაცია, განაწილება და ოპტიმიზაცია

  • ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების დეტალური მიმოხილვა – ცვალებადი და ფიქსირებული ხარჯების განსხვავებები და მახასიათებლები
  • როგორ განვსაზღვროთ და გამოვიყენოთ POM და კომუნალური ხარჯების კოეფიციენტები ბიუჯეტის მიზნებისათვის?

სასტუმროს ბიზნესის მოდელის პრეზენტაცია წლიური შემოსავლის ანგარიშგების სახით.

თამუნა გულედანი
თამუნა გულედანიტრენერი
‘ Coredeal Hospitality’-ს დირექტორი. ამ ეტაპისათვის, მუშაობს 6 სასტუმროს პროექტზე საქართველოს მასშტაბით (მათ შორის 3 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო), რომელთა გახსნაც მომდევნო 2 წლის განმავლობაშია დაგეგმილი. 24 წლიანი სამუშაო კარიერის მანძილზე, იკავებდა საერთაშორისო და ადგილობრივი სასტუმროების გენერალური მენეჯერის, საერთაშორისო ბრენდის გაყიდვების და მარკეტინგის რეგიონული დირექტორის და ასევე რეგიონალური პრე-ოფენინგ გუნდის წევრის პოზიციებს (Deputy CEO in charge of Hospitality /General Manager Ramada Hotels, General Manager Ambassadori Tbilisi Hotel & Ambassadori Kachreti Golf Resort, Regional Director of Sales & Marketing, Georgia and Azerbaijan – Starwood Hotels and Resorts).

საფასურის გადახდა შეიძლება როგორც ეტაპობრივად, ასევე თიბისი ბანკის შიდა უპროცენტო განვადებით.

რეგისტრაცია