fbpx
გააზიარე

იპოვე "მე"

ტრანსფორმაციული ტრენინგი ONLINE

თარიღი

29 ივლისი - 1 აგვისტო

დღეების რაოდენობა

4

სერტიფიკატი

მიმოხილვა

პერსონალური ტრანსფორმაცია ისეთი საკითხების გააზრებით იწყება, როგორიცაა: ვინ ვარ, რა ფასეულობები მაქვს, რა არის ჩემი მოთხოვნილებები და რა მიზნებს ვისახავ. ადამიანის ეფექტურობისა და განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკუთარი რესურსების და შესაძლებლობების გადააზრება, შიშების და წინააღმდეგობების გადალახვაა. 

 

ეს ერთგვარად სარკეში ჩახედვასა და საკუთარ თავთან მოლაპარაკებას ჰგავს. პროგრამა აერთიანებეს პრაქტიკული ფსიქოლოგიის ორ მნიშვნელოვან მიმართულებას: ფისქოსინთეზსა და ქოუჩინგს

 

ტრენერები ინიცირებას გაუკეთებენ თვითრეფლექსიის პროცესს და დაეხმარებიან მონაწილეებს გადადგან პირველი ნაბიჯები მათთვის სასურველი ტრანსფორმაციის გზაზე. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ ერთგვარი ორიენტირი, რომელიც მათ დაეხმარებათ სასურველი ცვლილებების პროექტირებაში.

პროგრამა იძლევა შესაძლებლობას გავაცნობიეროთ წარსული, აწმყოდან მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება და რაციონალურად დავგეგმოთ სასურველი მომავალი.

ტრენინგის შედეგად თქვენ შეძლებთ:

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი:

ტრენინგის ფორმატი

შინაარსი

ფსიქოთერაპია არის გზა არაცნობიერისკენ, ადგილი სადაც შეგვიძლია ვიპოვოთ ცნობიერად თუ არაცნობიერად გადანახული ქცევითი პატერნები, დამოკიდებულებები და რწმენები, ამ ნაწილში შევეხებით ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს როგორიცაა

  • “Ვინ ვარ მე?” როდესაც ამ კითხვას ვსვამ
  • ვიპოვით ზღვარს სურვილსა და მოთხოვნილებებს შორის
  • გავიგებთ რა არის სუბპიროვნება და ვნახავთ როგორ გვეხმარება ან გვიშლის ხელს ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში.

დღის ბოლოს კი ვიპოვით პასუხს მთავარ კითხვაზე:

ჩვენი მოგზაურობის რა წერტილში ვართ, საით გვინდა წავიდეთ და რაც მთავარია, იქ მივდივართ სადაც გვინდა

6 საათი –   ირმა კვაჭაძე

ქოუჩინგი არის საკუთარი რესურსების აღმოჩენის ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება ადამიანს მოუსმინოს შინაგან ხმას და დაინახოს საკუთარი თავი გვერდიდან. ქოუჩინგის გამოყენებით ადამიანები ახდენენ გაცნობიერებას სხვადასხვა საფეხურზე და გადიან პერსონალური ტრანსფორმაციის გზას.

ტრენინგის მეორე დღეს ვიმუშავებთ ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • მომავლის მოდელირება
  • პიროვნული თუ პროფესიული მიზნების დეკლარირება
  • წინააღმდეგობების და რესურსების გაცნობიერება და ქმედების პროექტირება

ეს ნაწილი დატვირთული იქნება ისეთი პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ პასუხი კითხვებზე:

  • როდესაც ვფიქრობ ჩემს მომავალზე, რას ვხედავ?
  • რა მიზნები მაქვს?
  • რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები?
  • როგორ აღმოვაჩინო და განვავითარო რესურსები ჩემში?

რა ნაბიჯები გადავდგა ქმედების დასაწყებად?

6 საათი –   ირინა ჭოჭუა

სპიკერები

irine

ირინა ჭოჭუა

ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. ICF Member.

irma

ირმა კვაჭაძე

კლინიკური ფსიქოლოგი MD, ფსიქოთერაპევტი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოლოგი, არტ თერაპევტი, ფსიქოსინთეზის სპეციალისტი, პრაქტიკული ფაიქოთერაპიის ცენტრი “ფსიქოლოგია დღეს” დამფუძნებელი.

მზად ხარ შემოგვიერთდე?

კურსის ღირებულება

350
  • კომპანიიდან 2 ან მეტი მონაწილის დასწრების შემთხვევაში მოქმედებს 10-20% ფასდაკლება
  • საფასურის გადახდა შეიძლება როგორც ეტაპობრივად, ასევე თიბისი ბანკის განვადებით.
Go to Top