გააზიარე

.

კრიზისული სიტუაციები უხვად არის  და განსაკუთრებით დამახასიათებელია 21-ე საუკუნისთვის. მსოფლიოს სწრაფი დინამიკა და ცვლილებები ხშირად კრიზისული სიტუაციების მართვასაც მოიცავს. ორგანიზაციები ხშირად ბევრს წვალობენ და გულმოდგინედ, თავისებურად ეძებენ გამოსავალს კრიზისული სიტუაციებიდან. ამ პროცესში უდიდესი როლი ენიჭება ადამიანური რესურების გუნდს ორგანიზაციაში, რომელმაც წესით სტრატეგიული და გონივრული რეკომენდაციებით უნდა უზრუნველყოს უმაღლესი მენეჯმენტი, ასევე გაიაზროს თანამშრომლების საჭიროებები და ადვოკატირება გაუწიოს მათ ინტერებსაც. ამ სესიის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია ადამიანური რესურსების პროფესიონალებს კრიზისულ სიტუაციაში და ჩვენ რას ვაკეთებთ ან გავაკეთეთ დღევანდელ კრიზისულ მდგომარეობაში.

თარიღი: 23 აპრილი, 2020 (19:00 – 20:00)

ლექციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გამოგეგზავნებათ ლინკი, რომლითაც შეძლებთ ვოლნათის ონლაინ სივრცეში შემოსვლას. (მისაღებია კომპიუტერი, ტაბლეტი, ტელეფონი)

ნინო გონაშვილი
ნინო გონაშვილიტრენერი
საერთაშორისო დონეზე სერტიფიცირებული ადამიანური რესურსების პროფესიონალი მაგისტრის ხარისხით ადამიანური რესურსების მართვაში; 4-წლიანი სამუშაო გამოცდილებით როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ”World Vision International” – ადამიანური რესურსების რეგიონალური ბიზნეს პარტნიორი; ახლო აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი, ქუვეითი თანამშრომელთა სამუშაოს შესრულების (პერფორმანსის) მენეჯერი; ბრიტანული პროფესიული ორგანიზაციის CIPD -ის (The Chartered Institute of Personnel and Development – www.cipd.co.uk ) პრივილეგირებული წევრი; „HR Hub“-ის წევრი; „HR გილდიის“ წევრი; მანჩესტერის უნივერსიტეტი (ბიზნეს სკოლა), დიდი ბრიტანეთი – მაგისტრის ხარისხი (MSc) ადამიანური რესურსების მართვაში;