გააზიარე

პერიოდი

9 ნოემბერი – 16 დეკემბერი, 2020

ხანგრძლივობა

ორშაბათი – ოთხშაბათი (Online)

19:00 -21:30

საფასური

300ლარი

..

კურსის მიზანია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში არსებული პროფესიონალების გაძლიერება;  რეალური ქეისებისა და პრაქტიკების განხილვა მათი პროფესიული გაზრდის  მიზნით.

კურსის პროცესის განსახორციელებლად ტარდება ლექცია, ასევე გათვალისწინებულია ქეისების განხილვა, მასალიდან გამომდინარე
დისკუსია, კითხვა-პასუხი, დისკურსი, ჯგუფური პრეზენტაცია, საბოლოო ტესტი.

  • გაცნობა
  • ადამიანური რესურსების მართვის განსაზღვრება, მისი მიზნები და ამოცანები
  • ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვა და ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული როლი
  • ქეისის განხილვა
  • ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებები; მიმდინარე და მომავალი გამოწვევები
  • ტალანტების მოძიება, სამსახურში აყვანა და ადაპტაციის პროგრამები

შესრულებული სამუშაოს მართვის კონცეფცია და მოდელები

ტალანტების მართვა და შენარჩუნება ორგანიზაციაში

ორგანიზაციული კულტურა და ქეისის განხილვა

  • ორგანიზაციული ცვლილებები და მათი მართვა
  • ჯგუფური სამუშაო – სამუშაო აღწერილობის შესახებ

როლური თამაშები – ინტერვიუ და მისი შეფასება

  • შესრულებული სამუშაოს მართვა და შეფასება
  • ხელფასი და ბენეფიტები, შრომის წახალისება

ადამიანური რესურსების მართვა კრიზისული სიტუაციების დროს

  • თანამშრომელთა ხმა და თანამშრომელთა ჩართულობის მექანიზმები
  • პირადი და პროფესიული ცხოვრების ბალანსი

.

თარიღი: 9 ნოემბრიდან, 2020

საფასური

300ლარი

ნინო გონაშვილი
ნინო გონაშვილიტრენერი
საერთაშორისო დონეზე სერტიფიცირებული ადამიანური რესურსების პროფესიონალი მაგისტრის ხარისხით ადამიანური რესურსების მართვაში; 15-წლიანი სამუშაო გამოცდილებით როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში; ”World Vision International” – ადამიანური რესურსების რეგიონალური ბიზნეს პარტნიორი; ახლო აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი, ქუვეითი თანამშრომელთა სამუშაოს შესრულების (პერფორმანსის) მენეჯერი; ბრიტანული პროფესიული ორგანიზაციის CIPD -ის (The Chartered Institute of Personnel and Development – www.cipd.co.uk ) პრივილეგირებული წევრი; „HR Hub“-ის წევრი; „HR გილდიის“ წევრი; მანჩესტერის უნივერსიტეტი (ბიზნეს სკოლა), დიდი ბრიტანეთი – მაგისტრის ხარისხი (MSc) ადამიანური რესურსების მართვაში;

რეგისტრაცია