გააზიარე

პერიოდი

26 ნოემბერი – 17 დეკემბერი, 2020

სამშაბათი – ხუთშაბათი (Online)

19:00 -21:00

რეგისტრაციის დასრულებამდე

დარჩენილია 

0
0
0
0
Days
0
0
Hrs
0
0
Min
0
0
Sec

საფასური

350 ლარი

Instagram ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა,  რომელიც საშუალებას იძლევა ყველაზე ორგანულად და მრავალფეროვნად მივიტანოთ პროდუქტი აუდიტორიამდე და დავუახლოვდეთ მას.

 .

  ტენდენციები ციფრულ მედიაში უსწრაფესი ტემპით იცვლება. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია სწრაფად და ეფექტურად მოვერგოთ ბაზარს და სწორი კუთხით წარმოვაჩინოთ საკუთარი ბრენდი პლატფორმებზე, რომლებმაც წინა პლანზე გადმოინაცვლეს. ერთ–ერთი ასეთი პლატფორმა დღეს სწორედ Instagram–ია, რომელიც საშუალებას იძლევა ყველაზე ორგანულად და მრავალფეროვნად მივიტანოთ პროდუქტი აუდიტორიამდე და დავუახლოვდეთ მას.

კურსის შედეგად თქვენ შეძლებთ:

შეფუთოთ საკუთარი პროდუქტი Instagram სივრცეზე მაქსიმალურად მორგებულად, მიწვდეთ სწორ აუდიტორიას და შეინარჩუნოთ მათი ყურადღება, გაზარდოთ და აკონტროლოთ გამომწერებისა და მათი ჩართულობის რიცხვი, გამოიყენოთ პლატფორმა პროდუქტის განვითარებაში დამხმარე ხელსაწყოდ, სარგებლიანად მართოთ სარეკლამო კამპანიები და ბიუჯეტი, და რაც მთავარია, თანამედროვე აუდიტორიის სტანდარტების შესაბამისად, ეფექტურად გამოკვეთოთ ბრენდის იმიჯი.

საწყისები პლატფორმაზე სწორად მანევრირებისთვის

  •  რით განსხვავდება Business Account პირადი ანგარიშისგან და როდის და როგორ ვმართოთ კომპანიის ინსტაგრამი Facebook გვერდთან ბმაში
  • რა არის ჰაილაითები, feed, grid, explore, IGTV და Reels და როგორ მოვერგოთ თითოეულს. 
  • რა არ უნდა დაგვავიწყდეს ბრენდისათვის ინსტაგრამ ანგარიშის შექმნისას და როგორ ავაწყოთ პროფილი სწორად. 

ბრენდის ხმის პოვნა და კონტენტის გეგმა – ანუ როგორ შევარჩიოთ და შევქმნათ ჩვენთვის სწორი კონტენტი

  • როდის რა კონტენტის ტიპები მუშაობს წარმატებით – Success case-ები; კონტენტის ბრენდის Tone of Voice-ზე მორგება.
  • Story vs პოსტი vs Reels vs ads – ანუ რა შემთხვევაში რა შეფუთვით გაგვაქვს კონრენტი და როგორ.
  • კონტენტ სტრატეგიის გაწერა/აწყობა.

სთორების ხელოვნება

  • რა ფუნქციები და შესაძლებლობები აქვთ სთორებს.
  • როდის და როგორ გამოვიყენოთ ინტერქტიული სტიკერები.
  • როგორ გადმოვიყვანოთ მომხმარებელი სთორიდან პროდუქტზე ან ანგარიშზე.
  • როგორ შევქმნათ ჩვენთვის ორგანული/ნიშური კონტენტი და ჩავრთოთ ხალხი გამოწვევებში/ჩელენჯებში.
  • Highlight-ები, როგორც პირველი შთაბეჭდილების წამყვანი დეტალი – Cover ფოტოს შექმნა, Highlight-ებისათვის კონტენტის გადახარისხება–კატეგორიზება, დამხმარე აპლიკაციები.

სთორი–სტატისტიკის კონტროლი.

დამხმარე ხელსაწყოები და აპლიკაციები

  • გარე (3rd party) დამხმარე აპლიკაციები, რომლებიც ინსტაგრამის მართვაში გვეხმარება.
  • როგორ შევარჩით ვიდეოსა და ფოტო–ედითინგ აპლიკაციები, როგორ გამოვიყენოთ ისინი.
  • Insights (ანგარიშის პულსზე ხელის ქონა)

ფასიანი აპლიკაციები, რომლებიც დამატებით ხელსაწყოდ გვადგება.

ფოლოვერების მოზიდვა და შენარჩუნება

  • მომხმარებლის მოზიდვის სხვადასხვა ტექნიკები – რაოდენობაზე თუ სწორ, ვიწრო აუდიტორიაზე კონცენტრირებული.
  • როგორ შევინარჩუნოთ არსებული ფოლოვერები და მათი ინტერესი.
  • ვიყიდოთ თუ არა ფოლოვერები და რატომ.
  • ინსტაგრამ კამპანიები, გათამაშებები და სხვა engaging პროექტები გამომწერების მოსაზიდად.

შიდა სტატისტიკა / როგორ ავაწყოთ რეპორტი

  • რისთვის გვჭირდება შიდა სტატისტიკის კონტროლი და რეპორტინგი.
  • როგორ შევარჩიოთ KPI (პერფორმანს–ინდიკატორები) და როგორ აღვრიცხოთ სტატისტიკის ცვალებადობა.
  • პარალელების გავლება მიმდინარე მოვლენებსა და ანგარიშის პერფორმანსს შორის. კორელაციების პოვნა, მის მიხედვით სტრატეგიის კორექტირება.
  • კონურენტების პერფორმანსის გაზომვა/შედარება.

Instagram ედვერთაიზინგი და მომხმარებელთან კომუნიკაციის გზები

  • რა ტიპის ედვერთაიზინგ ფორმატებს გვთავაზობს ინსტაგრამი.
  • როგორ შევარჩიოთ სწორი აუდიტორია რეკლამისთვის.
  • როდის ჩავუშვათ რეკლამა Facebook Business Manager–დან და როდის ინსტაგრამიდან და რომელი ხელსაწყო როგორ მუშაობს.
  • როგორ დავთვალოთ რეკლამით შემოსული მოგება.
  • როგორ განვსაზღვროთ რეკლამის სარგებლიანობა შუალედურად და როდის და როგორ მოვახდინოთ მისი კორექტირება მიმდინარეობისას.
  • როგორ ავაწყოთ საჭირო ვიზუალი საჭირო დანამატებით: Call to action; ფერების მნიშვნელობა; ვიზუალის ზომების სპეციფიკა; ვიზუალში ყურადღების გადანაწილების მექანიზმის მნიშვნელობა, საკუთარი პროდუქტის მიბმა სარეკლამო კამპანიაზე.

მომხმარებელთან ინტერაქცია – მესიჯინგი/ინბოქსი, კომენტარების მოდერირება, თეგებისა და ექაუნთის ღიაობის მოდერირება, ავტომატური პასუხების მექანიზმი

4–5 პრაქტიკული დავალება

1 ჯგუფური დავალება

1 პრეზენტაცია

მარიამ ჯგუშია
მარიამ ჯგუშიატრენერი
ონლაინმედია On.ge–ის – ციფრული მედიის მენეჯერი. წარსულში უთანამშრომლია კომპანიებთან, როგორებიც არიან: Formula Creative, adjarabet.com, რადიო კომერსანტი.

პირადი Instagram–ანგარიში: @_redaura_

საფასურის გადახდა შეიძლება როგორც ეტაპობრივად, ასევე თიბისი ბანკის შიდა უპროცენტო განვადებით.

რეგისტრაცია