გააზიარე

⭕️ 9 დეკემბერს ბათუმში გაიმართა ლევან ბერძენიშვილის • levan berdzenishvili საჯარო ლექციას თემაზე ,,წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში”

?თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, სტერეოტიპებისგან განთავისუფლება, წარმოსახვის უნარის განვითარება და ცხოვრებისეული ტრავმების გადატანაში დახმარებაა ლიტერატურის დანიშნულება.

?ბატონმა ლევანმა ისაუბრა მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობაზე და ზოგადად, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები, როდესაც არსებობს ინფორმაციის მოპოვების სხვა, არაერთი საშუალება.

?გვსურს მადლობა გადავუხადოთ აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამ არაჩვეულებრივი პროექტის დაფინანსებისთვის, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U-ს მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა ყველა მონაწილეს დასწრებისთვის.

?განსაკუთრებული მადლობა ბატონ ლევან ბერძენიშვილს ( Levan Berdzenishvili ) ამ ყველაზე ნაყოფიერი რამდენიმე საათისთვის. ❤️

?ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო ორგანიზაცია დაგვაფიქრა და მოგვცა მოტივაცია ვიმუშავოთ დაუღალავად, რათა შევქმნათ უწყვეტი განვითარების კულტურა!❤️