ლიდერი, ის ადამიანია რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი ცხოვრებისეული გზის რომელ ეტაპზე იმყოფება, რა მდგომარეობაშია ახლა და რაც მთავარია აცნობიერებს რა მდგომარეობაში იქნება ხვალ, ერთ თვეში და ერთ წელიწადში.

ასევე, ეს არის ადამიანი რომელსაც შეუძლია შეკრიბოს გუნდი და გაიგოს თუ როგორ მოუძებნოს გუნდის წევრებს საკუთარი ნიჭის გამოყენების შესაძლებლობა და შესთავაზოს მათ კომპანიაში საკუთარი თავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია. ამის შესრულება ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ შესაძლებელია ბიზნეს ფსიქოლოგიის თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით იყოს მიღწეული.

გაცნობიერებული ლიდერი, პირველ რიგში ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი თავის შეცნობა შეძლო. ადამიანი, რომელმაც შეძლო ერთდროულად დაენახა საკუთარი თავი და განსაკუთრებით თავისი ბნელი მხარე, რადგან ზუსტად ჩვენი პიროვნული ბნელი მხარე არ გვაძლევს განვითარებისა და ჩვენი მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.

   მასტერკლასზე  გაეცნობით ფსიქოლოგიის ორ ეფექტიან ინსტრუმენტს და შეძლებთ გააცნობიეროთ ლიდერობის საკუთარი გზა.

მასტერკლასი შეეხება თუ როგორ ვიყოთ ლიდერები გააზრებულად, მოჩვენების გარეშე. ყველა ჩვენგანი უკვე ლიდერია, თუნდაც იმიტომ რომ,  მილიონი შესაძლო ვარიანტიდან ზუსტად ის მოევლინა ამ ქვეყანას.

მასტერკლასი გაიმართება რუსულ ენაზე 

მასტერკლასზე ჩვენ ვისაუბრებთ:

  1. როგორ შეიძლება ქოუჩინგი გახდეს საკუთარი ცხოვრების გააზრების კომპასი და დასახოს ნაბიჯები „ლიდერის გზის“ მიხედვით.
  2. როგორ ეხმარება ლიდერებს შინაგანი მოტივაციის დანახვის ინსტრუმენტი „ენეაგრამა“ შეიცნონ საკუთარი ტალანტები და ბნელი მხარეები, რომლებიც მათ წინსვლაში მიზნების მიღწევაში უშლის ხელს.

მასტერკლასის შემდეგ თქვენი შეძლებთ:

  • გაიგოთ როგორი ლიდერი ხართ და როგორ გახდეთ უკეთესი;
  • შეაფასოთ როგორ სიტუაციაშია თქვენი საქმე, ბიზნესი, კომპანია ან გუნდი;
  • შეაფასოთ რომელი ტიპის ადამიანი გაკლიათ გუნდში სრულყოფილებისთვის;
  • პირადად გაესაუბროთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საქმის პროფესიონალ ქოუჩს.

.

თარიღი: 17 თებერვალი, 2020

                  18:30-20:30

მისამართი:  ბათუმი, ზვიად გამსახურდიას 1/5 “თანამედროვე ხელოვნების სივრცე” (Conte)

საფასური

50ლარი

იულია კუბოვა
იულია კუბოვატრენერი
ენეაგრამისა და NLP ტრენერი, ბიზნეს ტრენერი, პროფესიონალი დიპლომირებული ქოუჩი; ვილნიუსის უნივერსიტეტის ლექტორი მოლაპარაკების ხელოვნებასა და ბიზნეს კომუნიკაციებში; „Makani Academy”-ის ოფიციალური წარმომადგენელი ბალტიის ქვეყნებში; ლიეტუვას „ქალთა ბიზნეს აკადემიის“ დამფუძლებელი და “Alter Ego trainings”- ტრენინგცენტრის ტრენერი.

რეგისტრაცია

[wpforms id=”19327″ title=”false” description=”false”]