..

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ინფორმაციის მიმოცვლა სულ უფრო აჩქრებულია, ერთმა დაუფიქრებელმა, გაუაზრებელმა ქმედებამ შესაძლოა სავავალო შედეგი მოუტანოს ორგანიზაციას ან პირიქით, სწორმა რეაგირებამ და ინფორმაციის სათანადო გავრცელებამ მნიშვნელოვანი საფრთხე აარიდოს თავიდან.

პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია არის უმთავრესი ფაქტორი ორგანიზაციის წარმატებისთვის და მისი რეპუტაციის ფორმირებასა და შენარჩუნებისთვის.

ვისთვის არის ეს კურსი:

პიარის და კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის და ასევე ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ევალება მართოს ორგანიზაციის საკომუნიკაციო მიმართულებები.

ორგანიზაციის მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის.

ტრენინგის შედეგად თქვენ მიიღებთ ცოდნას როგორ წარმართოთ თქვენი საკომუნიკაციიო მიმართულებები ისე, რომ არ შეუქმნათ ორგანიზაციას საფრთხე, თავიდან აიცილოთ ნეგატიური შედეგები და ხელი შეუწყოთ დადებითი რეპუტაციის ფორმირებასა და შენარჩუნებას.

.

ტრენინგი წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში. თეორიული მასალის პარალელურად განიხილება რეალური მაგალითები. შესრულდება ჯგუფური დავალებები.

ჩვენი ტრენინგი ეძღვნება სწორედ ამ მნიშვნელოვან სფეროში სათანადო უნარჩვევების გამომუშავებას თეორიულ მასალაზე დაყრდნობით და არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო მაგალითების  გაანალიზებით.

საკითხები:

  • რა არის ორგანიზაციის რეპუტაცია, როგორ ფორმირდება და რა საფრთხეების წინაშე დგას.
  • როგორია პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია და რა მიმართულებებს მოიცავს.
  • ვინ არის და როგორია ეთიკური კომუნიკატორი.
  • რატომ არის მნიშვნელოვანი მომზადების პროცესი და რა ასპექტებს ვითვალისწინებთ.
  • სად გადის ზღვარი ფორმალურ და არაფორმალურ კომუნიკაციაში.
  • რაზე უნდა დავფიქრდეთ სანამ საკომუნიკაციო ტექსტს გავუშვებთ.
  • რატომ არის მნიშვნელოვანი კონტექსტის გათვალისწინება.
  • როგორი არის სხარტი და ფრთხილი საკომუნიკაციო ტექსტი, მესიჯი.
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ამბავი რომელიც ემყარება მხოლოდ რეალურ ფატებს.
  • ფეიკნიუსები, ხაფანგი ორგანიზაციისთვის.
  • ნდობის მოპოვება, ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა.

.

თარიღი: 25-26 იანვარი, 2020

საფასური

250ლარი

® გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

თაკო როდონაიატრენერი
• დამოუკიდებელი ტრენერი და კონსულტანტი;
• კომპანია ჯეოსელის გარე კომუნიკაციების ექსპერტი;
• კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტი;
• საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) – სამაგისტრო პროგრამის “საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის” ლექტორი.