fbpx
გააზიარე

პროექტების მართვა

ჰიბრიდული კურსი

თარიღი

12-17 ივლისი

ლექცია

4

ხანგრძლივობა

16საათი

ფორმატი

ჰიბრიდული

მიმოხილვა

პროექტის მართვის ტექნიკისა და მეთოდოლოგიების ცონდა და გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე ბიზნეს პროცესებში. ეს კურსი მომზადებულია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის დამახასიათებელი პროექტების სპეციფიკის გათვალისწინებით. 

კურსი მოიცავს პროექტის მართვის ციკლის ფარგლებში დადგენილი ეტაპების, როგორიცაა პროექტის ინიცირების,  დაგეგმვის, მისი მონიტორინგის და პროექტის შეწყვეტა/დახურვის  მიხედვით არსებულ მეთოდოლოგიას.

კურსის მიზანია, პრაქტიკული უნარების განვითარება პროექტის მართვის საფუძვლების, ტექნიკების და იმ ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების მიზნით, რაც მნიშვნელოვანია პროექტის ყველა ეტაპის წარმატებით განხორციელებისათვის არა მარტო პროექტის მენეჯერისთვის, არამედ პროექტის გუნდის წევრებისთვისაც, რომლებიც ერთობლივად ზრუნავენ შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით მიზნების განხორციელებისთვის. 

ტრენინგის შედეგად თქვენ შეძლებთ:

ვისთვის არის ტრენინგი განკუთვნილი:

შინაარსი

  • სტრატეგიული გეგმა და სტრატეგიული დაგეგმარება 
  • პროექტის სამმაგი ზემოქმედება (triple constrains) 
  • მთლიანი შესასრულებელი სამუშაოს ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებულ  ქვე-კომპონენტებად ჩაშლილი დოკუმენტის შექმნა 

12 ივლისი, 18:30- 21:30 (Zoom)

  • პროექტის დაინტერსებული მხარეების განსაზღვრა და მათი მოლოდინების მართვა
  • რისკების განსაზღვრა, კონტროლი და მართვა 
  • პროექტის გრაფიკის შემუშავება და კრიტიკული გზების იდენტიფიცირება

 

  • როგორ იქმნება პროექტის ბიუჯეტი და როგორ ვახდენთ განსაზღვრული ფინანსების ფარგლებში პროექტის განხორციელებას. 
  • რატომ გვჭირდება ხელშეკრულებები და როგორ ვმართოთ ეს დოკუმენტი პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე. 
  • პროექტის მენეჯერისთვის საჭირო კომუნიკაციის და მოლაპარაკებებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები
  • პროექტის ცვლილებების მართვა
  • პროექტის შეწყვეტის / დახურვის გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი მართვა
  • მიღებული ცოდნის საბოლოო შეჯამება 

ტრენერი

დდდდ

ნინო ბიგვავა

Certified Management Consultant Essentials და Certified Project Manager Professional (PMP)

ნინო ბიგვავას აქვს პროექტების მენეჯერად მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო, სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. განხორციელებული აქვს განათლების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური განვითარების პროექტები. ის არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერი პროექტების მართვასა და სოციალური მედიისა და კომუნიკაციის უნარებში. 

 ამჟამად, ნინო არის FINCA ბანკის პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; აგრეთვე PMI საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და TEDxYouth დამაარსებელი 2012 წლიდან. 2018 წელს ნინოს მრავალწლიანი გამოცდილება აღიარებული იქნა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ის ნომინირებული იქნა, როგორც „ტექნოლოგიების აქტივისტი“, მისი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ქალთა ჩართულობისთვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში.

მზად ხარ შემოგვიერთდე?

კურსის ღირებულება

550
  • კომპანიიდან 2 ან მეტი მონაწილის დასწრების შემთხვევაში მოქმედებს 10-20% ფასდაკლება
  • საფასურის გადახდა შეიძლება როგორც ეტაპობრივად, ასევე თიბისი ბანკის განვადებით.
Go to Top