გააზიარე

.

კრიზისი, როგორც რთული და კომპლექსური მოვლენა ადამიანების უმრავლესობაში შიშსა და უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებმა კარგად იციან, რომ პრობლემებთან ერთად კრიზისი ახალი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების საფუძველია.  კორონა ვირუსის მიერ მსოფლიოში შექმნილმა კრიზისულმა ვითარებამ ბევრი მენეჯერის ტრადიციული განრიგი დაარღვია და მათი დიდი ნაწილი გადარჩენის რეჟიმზე გადართო, რაც სამწუხაროდ კრიზიული მართვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სტრატეგიაა. სწორედ კრიზისზე რეაგირების სტრატეგიებსა და საინფორმაციო გარემოში მოქმედების თავისებურებებზე ვისაუბრებთ ლექციაზე, რომელიც განკუთვნილია როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისათვის ასევე სხვა მენეჯერული პოზიციების წარმომადგენლებისა და ანტერპრენერებისათვის, რომელთა ბიზნესიც რთული გამოწვევების წინაშე დგას.

თარიღი: 3 აპრილი, 2020 (18:00- 19:00)

ლექციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გამოგეგზავნებათ ლინკი, რომლითაც შეძლებთ ვოლნათის ონლაინ სივრცეში შემოსვლას. (მისაღებია კომპიუტერი, ტაბლეტი, ტელეფონი)

დავით ძიძიშვილი

ტრენერი

   მედიის კვლევის დოქტორანტი, საზოგადოებრივ ურთიერთობათა მაგისტრი. ექვს წლიანი სამუშაო გამოცდილება საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების დაგეგმვის სფეროში (საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ტრენერი 10 წლიანი გამოცდილებით. ავტორი კურსისა “ჰიბრიდული ომი და მისგან მომდინარე საფრთხეები”. კრიზისული კომუნიკაციის სპეციალისტი.