fbpx

4 საუკეთესო რჩევა თქვენი მყიდველთა აუდიტორიის შესასწავლად , რომელიც დაგეხმარებათ მეტი პროდუქტის გაყიდვასა და მათ მოზიდვაში.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანები ძალიან ხშირად უშვებენ, მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არ ესაუბრებიან საკუთარ აუდიტორიას, მანამ სანამ ისინი არ იქნებიან მზად დაიწყონ ბიზნესი და გაყიდონ ესა თუ ის პროდუქტი.

1. გაეცით პასუხი პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას

მაშინ, როდესაც თქვენ იწყებთ აქტიურ მიუშაობას თქვენს სფეროში არ უფიქრდებით იმ ფაქტს, რომ მომავალში, მსოფლიოში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს თქვენი კლიენტი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, უფრო დეტალური გამოძიება ჩაატაროთ და გამოიკვლიოთ როგორია თქვენი სამიზნე აუდიტორია. დავიწყოთ იქედან, რომ  პასუხგასაცემია მთავარი შეკითხვა: რა არის თქვენი სამიზნე, ვის გინდათ რომ თქვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქცია დაეხმაროს, როგორ გინდათ რომ ის მათ დაეხმაროს და ა.შ.

ამას გვერდითი აურზაური (side hustle) ეწოდება. ის ეხმარება ადამიანებს, ვისაც სჭირდება მსგავსი სახის დახმარება. აი მაგალითისთვის, როგორ სირთულეებს ხვდებიან  თქვენი მყიდველები? რა სჭირდებათ მათ თქვენგან და როგორი სახის დახმარებას ელოდებიან? კიდევ რომელ საიტებსა თუ კონკურენტ კომპანიებში შოპინგობს თქვენი მომხმარებლები? აუცილებლად მიუთითეთ თქვენი კლიენტების დემოგრაფიული ინფორმაცია, მათი ასაკი, სქესი, შემოსავალი, ადგილმდებარეობა, ინტერესები და ა.შ.

2. მოიძიეთ მათი საზოგადოება.

მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს ძალიან სწრაფად უნდათ  ნებისმიერ შედეგზე გასვლა, კლიენტურის მოზიდვა და ცნობადობის გაზრდა, ჩვენ ჯერ უნდა  ვისწავლოთ დაკვირვებისა და მოსმენის ხელოვნება. დაიწყეთ იმის გარკვევით, თუ რომელი თემები და ჯგუფებია თქვენი აუდიტორიის ინტერესის სფერო, რომელ სოციალურ ქსელებში არიან ყველაზე აქტიურები (Facebook და   Linkedin ჯგუფები, Slack არხები და ა.შ.), რომელ კონფერენციებზე დადიან, რომელ ადგილებს ამჯობინებენ ახალი კონტაქტების დასამყარებლად. გაიგეთ სად მდებარეობს  ეს ადგილები და ეცადეთ მიხვიდეთ იქ, დააკვირდეთ სიტუაციას და  იქ შეკრებილ საზოგადოებას, მათი ქცევის წესებს, ჩაცმულობის სტილს, მანერებს და ა.შ.  ამ დაკვირვების შემდეგ გამოყავით პრობლემები,  სირთულეები, რომლებიც თქვენს აუდიტორიას აქვს და რომელთა გადაწყვეტაც თქვენს ბიზნეს-იდეას შეუძლია. მაგალითად, თუკი მე შევქმნი კომპანიას, რომელიც აწარმოებს ჩემოდნების იარლიყებს მილიონერი  ქალბატონებისთვის მაშინ მე უნდა შევუერთდე ჯგუფს სოციალურ ქსელში, სადაც შეკრებილები არიან მოგზაურობის მოყვარული მილიონერები და ვეძებო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას საუბრობენ ჩემოდნების იარლიყებზე, გამოვიკვლიო რომელ ბრენდებს, ფერებს და მოდელებს ანიჭებენ უპირატესობას სხვადასხვა შეხვედრებზე ან დასასვენებლად გამგზავრებისას. ყველანაირად ვეცადოთ გამოვნახოთ გზა და დრო გავერიოთ ამ გარემოცვაში; ეს იქნება საუკეთესო საშუალება მათი სოციუმის შესაცნობად.

3. მიიღეთ მონაწილეობა სოციალურ გამოკითხვებში

კიდევ ერთი გზა იმისა, რომ პასიურად შეისწავლოთ თქვენი აუდიტორია, ამას სხვანაირად კულისებიდან მოსმენასაც უწოდებენ. ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გამოიკვლიოთ და მოუსმინოთ თქვენს მყიდველს. ამაში დაგეხმარებიან სხვადასხვა პლათფორმები, როგორიცაა Union Metrics, Brand Mentions, ან FollowerWonk.  ეს პროგრამები გეხმარებათ გაიგოთ, საუბრობს თუ არა თქვენი აუდიტორია თქვენს შესახებ, მნიშვნელოვანი თუ არის  მათთვის თქვენი პროდუქცია. ასევე, ისიც უნდა გაიგოთ რას საუბრობენ თქვენს კონკურენტ ბრენდებზე. ამ შესაძლებლობების გამოყენება თქვენ დაგეხმარებათ გაიგოთ თუ როგორ არიან თქვენი ბრენდსადმი განწყობილები, დადებითად თუ უარყოფითად, ეს კიდევ დაგანახებთ, თუ  სად არის რეფორმა და ცვლილება საჭირო. დაგეხმარებათ დაიჭიროთ მთავარი სიტყვები და ფრაზები, რომელსაც თქვენი პოტენციური  მყიდველი იყენებს. ასევე, მნიშვნელოვანია რა ფორმით და როგორ მოგიხსენიებთ  ის თავის მესიჯებსა თუ პოსტებში. საბოლოოდ, ეს ძალიან სასარგებლო ინფორმაცია იქნება სოციალურ ქსელში აუდიტორიის ფორმირების ფინალურ ეტაპზე.  ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ,  კონტაქტი დაამყაროთ მყიდველებთან, გაიგოთ მათი სურვილები და მოახდინოთ საქონლის რეალიზაცია.

4. სთხოვეთ მათ დაგიწერონ ფიდბექი

ერთ-ერთი საუკეთესო გზა მომხმარებლის ემოციების გასაგებად არის პირადი კომუნიკაცია. ერთი-ერთზე მომხმარებელთან მიმოწერა პროდუქტის გაგზავნამდე  ან შეძენამდე  დაგეხმარებათ გაიგოთ მისი ემოციებისა და მოლოდინების შესახებ, ეს კი ფასდაუდებლი ინფორმაციაა , რომელიც დაგეხმარებათ შეიტანოთ ცვლილებები თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიაში ანდაც შექმნათ უფრო მომგებიანი ვარიანტები. დაფიქრდით, შექმენით კითხვარი, რომელსაც გაუგზავნით პოტენციურ მყიდველებს, ან დაპოსტავთ  სოციალურ ქსელში თქვენი კომპანიის გვერდზე. თქვენ შეგიძლიათ შეკრიბოთ მათი პასუხები, რის შემდეგაც მკაფიო ხედვა შეგექმნებათ თუ რას ფიქრობენ თქვენს ბიზნესს-შემოთავაზებებზე.  შემდეგი ვარიანტი იგივე შედეგის მისაღებად მდგომარეობს შემდეგში, თქვენ შეგიძლიათ  სთხოვოთ რამდენიმე ადამიანს, თქვენი აუდიტორიიდან უცბად, დაგირეკონ თქვენ და უფასოდ დატესტონ თქვენი პროდუქცია ან ისარგებლონ თქვენი მომსახურებით. თქვენ უფრო მეტი შანსი გექნებათ აიძულოთ მომხამრებელი გახდეს თქვენი Beta-user-ი. თქვენთვის, თუკი თქვენ მათ შესთავაზებთ რაღაც ჯილდოს, იქნება იდეალური ვარიანტი. ჯილდო შეიძლება პრიმიტიულიც იყოს, მაგალითად, ფასდაკლების კოდი, სასაჩუქრე ბარათი, უფასო პროდუქცია ან მომსახურება და ა.შ.  წარმატების მიღწევისა და ჭარბი გაყიდვების შემდეგაც მნიშვნელოვანია გქონდეთ კონტაქტი თქვენს საბაზისო აუდიტორიასთან. ეს სტრატეგიები გაძლევთ საშუალებას მუდმივი ოპტიმიზაცია გაუწიოთ თქვენს გაყიდვებს და მაქსიმალურად უპასუხოთ თქვენი კლიენტების მოთხოვნებს.

წყარო: businessinsider

უფასო კონსულტაცია

შეავსე ფორმა

თქვენი ინფორმაცია
შემდეგი