პერიოდი

7 ივლისი- 26 ივლისი, 2020

ხანგრძლივობა

7, 14 და 21 ივლისი – 19:00-21:30 (Online)

26 ივლისი – 10:00-18:00 (შეხვედრა)

საფასური

850 ლარი

..

მზარდი კონკურენციის, პროდუქტების და სერვისების გართულების ფონზე გამოცდილი სუპერ-გამყიდველების მნიშვნელობა კომპანიების ბიზნესის გასავითარებლად ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური ხდება ამ მიმართულებით გამოცდილი ხალხის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება.  განსაკუთრებით ისეთ გაჯერებულ ბიზნესში, როგორიც სამშენებლო ბიზნესია. დღითიდღე იზრდება სამშენებლო კომპანიებისა და ახალი პროექტების რიცხვი, რაც უფრო რთულს ხდის პროდუქტის გაყიდვასა და პროფესიონალი თანამშრომლების შენარჩუნებას. კლიენტებთან ურთიერთობის და გაყიდვების უნარების მუდმივი გაუმჯობესება კარიერის ყველა ეტაპზე არის განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ყველაზე მეტად, ამ უნარების დახვეწის საჭიროებას, სწორედ, საუკეთესო გამყიდველები ხედავენ.

  

..

ტრენინგი ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში ორ მოდულად.

პირველი, ონლაინ მოდული ჩატარდება 7, 14 და 21 ივლისს Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ტრენინგის შინაარსის ყველა საკითხს განვიხილავთ ონლაინ შეხვედრების პერიოდში.  თითოეული
შეხვედრა გაგრძელდება 2 საათის განმავლობაში 20 წუთიანი შესვენებით. 19:00 – 21:30 პერიოდში.

მეორე მოდული ჩატარდება ბათუმში 26 ივლისს პირადად შეხვედრის რეჟიმში და სრულად დაეთმობა
პრაქტიკულ სავარჯიშოებს (იმ თემებზე, რასაც განვიხილავთ ონლაინ შეხვედრების დროს).

პირველ. მოდულზე დასწრება არის მეორე მოდულში მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობა.

შეხვედრა ჩატარდება 10:00 – 18:00 პერიოდში ორი ყავის შესვენებით და ერთი ლანჩით.

1) სუპერ-გამყიდველის მზარდი და ცვალებადი
სამუშაო ტექნოლოგიების, კრიზისების და
გლობალიზაციის პირობებში

a) Up or Out ან განვვითარდებით, ან
გავვარდებით „თამაშიდან“
b) გაყიდვების კონცეფციის განვითარება –
პროდუქტიდან ურთიერთობისკენ და,
საბოლოოდ, კონსულტანტობისკენ
c) კრიზისის და ონლაინის სპეციფიკა
d) გადაბრალების კორპორატიული სპორტი

გაყიდვების პროცესი
გაცნობა და ნეთვორქინგი
საჭიროების შესწავლა
პრეზენტაციის მომზადება
პრეზენტაციის ჩატარება
ეჭვების იდენტიფიცირება და „დაბმა“
გაფორმება და შესრულება
მხარდაჭერა და განახლებები
ღირსეული წაგება

2) რას ვყიდით?

a) გამყიდველის პიროვნება
b) პროდუქტი
c) დახმარების დაპირება
d) დამკვეთის გამოცდილება
e) ურთიერთობა
f) ინფორმაცია და ნოუ-ჰაუ
g) დამკვეთის თავდაჯერება
h) „ფასით“ გაყიდვა გაყიდვა არაა!

„მეტი თუ შეიძლებოდა“?
პროფესიონალი „გამპრავებელი“
მეტის გაყიდვა თუ შეიძლებოდა არსებული
ვითარების გათვალისწინებით?
რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ თვიდან
თვემდე?
გეგმების დადებითი და უარყოფითი
მხარეები

3) კრიზისის სპეციფიკა

a) დამკვეთის სპეციფიური ტკივილები
b) პროდუქტის „გადაფუთვის“ აუცილებლობა
c) დამკვეთის სპეციფიური ეჭვები და
წუხილები
d) პროდუქტის გაყიდვა და „ეჭვების დაოკება“
ორი დამოუკიდებელი პროცესია

ონლაინ ურთიერთობის სპეციფიკა
ონლაინ გაცნობა
ონლაინ პრეზენტაცია
ონლაინ მოლაპარაკება
ტექნოლოგიები და უნარები

სავარჯიშო – 1

დამკვეთის საჭიროებების დადგენა და
კონსულტანტად პოზიციონირება

სავარჯიშო წარმოადგენს „ვიდეოლაბს“, სადაც გამყიდველი რეალურად ესაუბრება
ვირტუალურ დამკვეთს, დამკვირვებელი აკეთებს ვიდეო-ჩაწერას და შემდეგ ვარჩევთ
ჩანაწერს.

სავარჯიშო 2

პრეზენტაციის მომზადება დამკვეთის
საჭიროებებზე დაყრდნობით

პრაქტიკული სამუშაო გულისხმობს flipchart-ის ერთ ფურცელზე პრეზენტაციის 16
სლაიდიანი ჩონჩხის მომზადებას. 

სავარჯიშო 3

დამკვეთის ეჭვების „მოთოკვა“

პირველი სავარჯიშოს გაგრძელება. ისევ „ვიდეოლაბი“. ვირტუალური დამკვეთი
(ჯგუფის მონაწილე) ასახელებს ეჭვებს და ეწინააღმდეგება ყიდვას. გამყიდველი
ცდილობ გაცდეს ამ წინააღმდეგობას. დამკვირვებელი იღებს ვიდეოს და შემდეგ
ვარჩევთ ჯგუფში. 

ყველა სავარჯიშოში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ვიდეოლაბის მასალები განადგურდება
ადგილზე, გარჩევის შემდეგ.

.

თარიღი: 7 ივლისი – 26 ივლისი, 2020

საფასური

850ლარი

ტრენერი
ტრენერიალექსანდრე ჯეჯელავა

ტრენერი, სპიკერი, ქოუჩი და მენეჯმენტის სპეციალისტი 20 წელზე მეტი გამოცდილებით.

• კომპანია flowmaster.online დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი

• მართვის აკადემია თავმჯდომარე და წამყვანი ტრენერი

• ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” – მედია ბიზნესის განვითარების კონსულტანტი

• თიბისი ბანკი – გენერალური დირექტორის მოადგილე, დირექტორთა საბჭოს წევრი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ადამიანური რესურსის მართვის მიმართულებების კურატორი

• ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი – საქართველოს პოლიტიკური პარტიების სტრატეგიული მენეჯმენტის მიმართულებით ტრენინგის კონსულტანტი

რეგისტრაცია