.

მზარდი კონკურენციის, პროდუქტების და სერვისების გართულების ფონზე გამოცდილი სუპერ-გამყიდველების მნიშვნელობა კომპანიების ბიზნესის გასავითარებლად ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური ხდება ამ მიმართულებით გამოცდილი ხალხის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება.  განსაკუთრებით ისეთ გაჯერებულ ბიზნესში, როგორიც სამშენებლო ბიზნესია ბათუმში. დღითიდღე იზრდება სამშენებლო კომპანიებისა და ახალი პროექტების რიცხვი, რაც უფრო რთულს ხდის პროდუქტის გაყიდვასა და პროფესიონალი თანამშრომლების შენარჩუნებას.

კლიენტებთან ურთიერთობის და გაყიდვების უნარების მუდმივი გაუმჯობესება კარიერის ყველა ეტაპზე არის განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ყველაზე მეტად, ამ უნარების დახვეწის საჭიროებას, სწორედ, საუკეთესო გამყიდველები ხედავენ.

ჩვენ შევეცდებით ორი დატვირთული დღის განმავლობაში თქვენთან ერთად დავამუშავოთ რამდენიმე საკვანძო თემა და დავსახოთ შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობები.

   მასტერკლასი განკუთვნილია უძრავი ქონების  გაყიდვების ხელმძღვანელებისთვის,  ვისი ამოცანაც არის სუპერ-გამყიდველების გუნდების ჩამოყალიბება და განვითარება.

 რას მივიღებთ მასტერკლასის შედეგად:

– მოტივაციის ამაღლება

– სასარგებლო, მოკლე დროში განხორციელებადი რჩევები

– შემდგომი განვითარების ბიძგი უკვე შემდგარი მენეჯერებისთვის

– საინტერესო კოლეგების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება

გაყიდვების კონცეფციისა და თანამშრომლების განვითარება

  • პროდუქტის გაყიდვა – გამყიდველი
  • კლიენტის კაპიტალი – ანგარიშების მენეჯერი
  • კომპანიის ღირებულება – ბიზნესის განვითარების მენეჯერი

კლიენტთან ურთიერთობის სრული ციკლი

  • როდის ხდება გაყიდვა?
  • რა უნდა გავყიდოთ პროდუქტამდე?
  • კონტრაქტით და მიწოდებით მთავრდება?
  • ციკლის კრიტიკული მომენტები
  • უკმაყოფილო კლიენტი

გრძელვადიანი ურთიერთობის ძირითადი მიზეზები და თვისებები

  • სუპერ-გამყიდველის ჩახედულობა კლიენტის ბიზნესში
  • სუპერ-გამყიდველის და კლიენტის პირადი ურთიერთობა
  • სუპერ-გამყიდველის ეთიკა და პრინციპები დამკვეთთან მიმართებაში
  • სუპერ-გამყიდველის მომზადება და საინფორმაციო სისტემა

პროდუქტების და მომსახურების განვითარება. სუპერ-გამყიდველის როლი ორგანიზაციაში

  • კლიენტების მომსახურება
  • პროდუქტების განვითარება
  • სტრატეგიის ფორმირება
  • სუპერ-გამყიდველის განათლება

სუპერ-გამყიდველის განწყობები და ფასეულობები

  • სტრესის წყაროები და მეთოდები
  • დაბალანსებული ცხოვრების მნიშვნელობა
  • უარყოფის შიში და სხვა ტკივილები
  • მაჯლაჯუნები
  • ოპტიმიზმი
  • გრძელვადიანი განწყობა

პრიორიტეტების და დროის განაწილება – სუპერ-გამყიდველის სამუშაო კვირა

  • კლიენტებთან ურთიერთობის დრო
  • მომზადება და ინფორმაციის შეგროვება
  • შესრულების მართვა და კლიენტის მომსახურება
  • აღრიცხვა და ფორმალობები
  • კვალიფიკაციის ამაღლება

ემოციური ინტელექტი გაყიდვებში

  • ემოციური ინტელექტის კომპონენტები
  • თითოეული კომპონენტის კავშირი პროცესთან და შედეგიანობასთან
  • ემოციური ინტელექტის გაზომვა და განვითარება
  • ემოციური ინტელექტის გაზიარება კოლეგებს შორის

.

თარიღი: 21-22 მარტი, 2020

საფასური

1250ლარი

მასტერკლასს 30%-ით დააფინანსებს “ვოლნათ ტრენინგ მარკეტ”

მასტერკლასზე დასასწრებად აუცილებელია გამოაგზავნოთ რეზიუმე ჩვენს ელ-ფოსტაზე: info@wtm.ge
მასტერკლასს დაესწრებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

® გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

ალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა ტრენერი
ტრენერი, სპიკერი, ქოუჩი და მენეჯმენტის სპეციალისტი 20 წელზე მეტი გამოცდილებით.
• კომპანია flowmaster.online დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი
• მართვის აკადემია თავმჯდომარე და წამყვანი ტრენერი
• ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” – მედია ბიზნესის განვითარების კონსულტანტი
• თიბისი ბანკი – გენერალური დირექტორის მოადგილე, დირექტორთა საბჭოს წევრი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ადამიანური რესურსის მართვის მიმართულებების კურატორი
• ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი – საქართველოს პოლიტიკური პარტიების სტრატეგიული მენეჯმენტის მიმართულებით ტრენინგის კონსულტანტი