პედაგოგიკა, როგორც მეცნიერება, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არსებობდა და ამიტომ, არაერთი საუკუნეა სწავლების მეთოდი უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება.
თანამედროვე მასწავლებლები გვირჩევენ ისეთ მეთოდებს როგორიცაა:
- კონტექსტური სწავლება
ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ, სასწავლებელთა უმრავლესობა სწავლების ისეთ მეთოდს იყენებდა, რაც ფაქტების შესწავლას და დაზეპირებული ინფორმაციის გამეორებას გულისხმობდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დღეს, კონტექსტური სწავლების მეთოდით, მოსწავლებმა მიღებული ინფორმაციის ანალიზი უნდა შეძლონ, იპოვონ დადებითი და უარყოფითი მხარეები, გააკეთონ დასკვნები და მოიძიონ მტკიცებულებები. ეს მეთოდი სწავლის პროცესს ბევრად ნაყოფიერს და მიმზიდველს ხდის.
- მრავალფეროვანი მიდგომები
თანამედროვე სწავლებას საერთო არაფერი აქვს ტრადიციულ ლექციებთან, რომლებიც წარსულში გაკვეთილის მთავარ სახეობად ითვლებოდა. მრავალფეროვანი მიდგომა შთაბეჭდილებას ახდენს ზრდასრულებზეც. ლექციების გარდა, მასწავლებელი/ლექტორი ერთი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობას: ჯგუფურ მუშაობას, ინდივიდუალურ დავალებებს, თამაშებს, პრეზენტაციებს. მუდმივად ცვალებადი აქტივობებით ისინი ახერხებენ გაკვეთილზე სამუშაო ატმოსფეროს შექმნას. შედეგად, სწავლის პროცესი ბევრად ინტერაქტიული და საინტერესო ხდება.
- ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობები
რა თქმა უნდა, უამრავი არგუმენტი არსებობს საგანმანათლებლო პროცესში სხვადასხვა მოწყობილობის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე, მაგრამ მაინც, მათი გამოყენება სასწავლო პროცესს მეტად წარმატებულს ხდის. გარდა იმისა, რომ სწავლის პროცესი უკვე ვიდეო კონფერენციით არის შესაძლებელი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ის მეტად მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია.
- აქტიური სწავლება
ხშირად, ტრადიციული მეთოდების მიმდევარი მასწავლებლები ცდილობენ თავიდან აირიდონ აქტიური სასწავლო პროექტები, რადგან ფიქრობენ, რომ კარგავენ მოსწავლეების მორჩილებას, როცა ისინი დისკუსიას იწყებენ. სინამდვილეში, აქტიური სასწავლო პროეცესი მონაწილეს აიძულებს იფიქროს, ისაუბროს და გაუზიაროს ინფორმაცია სხვებს. ის აგრეთვე გულისხმობს თანამშრომლობას და პრობლემის გადაწყვეტის ერთობლივი გზების ძიებას. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, სწავლის პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნოა და შთაგონების წყაროა შემდგომი განვითარებისთვის.
- VAK მეთოდი
დასწავლის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: ვიზუალური, აუდიო და კინესთეტიკური. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ჯგუფში მხოლოდ ერთი ტიპის მოსწავლეთა შეკრება, თუმცა მასწავლებელს შეუძლია ამ ფაქტის გათვალისწინება, მათთვის ინფორმაციის მიწოდებისას. ვინაიდან, ზოგიერთი ჩვენგანისთვის აუციელებლია ახალი ინფორმაციის დანახვა, როცა სხვისთვის მისი მოსმენა, ან შეგრძნებაა მნიშვნელოვანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე მასალა სხვადასხვა გზით უნდა იყოს წარმოდგენილი.
ეს მხოლოდ რამდენიმე მეთოდია, რომელსაც თანამედროვე სწავლებაში აქტიურად იყენებენ. ბევრი მათგანი უნიკალურია თითოეული სასწავლო დარგისთვის. დღესდღეობით სწავლებამ მრავალი ახალი თვისება შეიძინა და განაგრძობს განვითარებას. საბუნებისმეტყველო მეთოდების დამახასიათებელი თვისებები გამოიყენება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ხოლო ენების შესწავლის მრავალი მიდგომა შეიძლება გამოყენებულ იქნას მათემატიკასა და ფიზიკაში. ერთადერთი ძირითადი პიროვნება, რომელიც მართავს ყველა ამ პროცესს, იგივე რჩება – ის არის მასწავლებელი და სტუდენტების წარმატების დიდი ნაწილი მის ხელშია.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე მიდგომების გარდა, თითოეულ ადამიანს, ვინც გაბედავს, თავის თავს მასწავლებელი უწოდოს, უნდა ფლობდეს მთელ რიგს უნარებისა, რაც ხელს შეუწყობს განათლების ეფექტურობას.