ახალი ბიზნესის წამოწყება საინტერესო მოგზაურობაა, რომელიც მეწარმეებს საკუთარი ოცნებების რეალიზებაში ეხმარება. როგორც ყველა გამოცდილმა
მეწარმემ იცის, პირველი მომხმარებლების მოპოვება სტარტაპ ბიზნესის ყველაზე რთული პროცესია. თუმცა, თუ შენი პროდუქტის მარკეტინგის საწყის ეტაპებს წარმატებით გაივლი, იმ მოწინავე მეწარმეთა რიგს შეუერთდები, რომლებიც ბაზარზე დომინირებენ.
მკაფიო მარკეტინგული გეგმის გარეშე ბიზნესში შეღწევის მცდელობა, საჭის გარეშე მანქანის მართვას ჰგავს. კონკურენტებზე უპირატესობის მოსაპოვებლად, აუცილებელია, საკმარისი დრო დაუთმო იმის შესწავლას, თუ როგორი მარკეტინგული სტრატეგია იქნება ყველაზე ეფექტური შენი ბიზნესისთვის. დახვეწილი პრეზენტაცია წარმატების მომტანია პირველი მომხმარებელი, ფსონს უცნობ პროდუქტზე მაშინ დებს, როცა
დამფუძნებელი გუნდი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. დარწმუნდი, რომ ყველა დოკუმენტს, შეფუთვას თუ სხვა ატრიბუტს, რომელსაც პრეზენტაციისას წარადგენ, დახვეწილი გარეგნობა აქვს.
მაშინაც კი, როცა პროდუქტი შესანიშნავია და სწორაადაც არის წარდგენილი, მომხმარებელი უარს იტყვის მასზე, თუ ფასი აღემატება ღირებულებას.
აუცილებლად გაითვალისწინე ეს გარემოება სტარტაპის საფასო სტრატეგიის შემუშავებისას.
სოციალური მედია არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლია მილიონობით პოტენციურ მომხმარებელს მიწვდე. მისი უპირატესობა
კი ის არის, რომ მომხმარებელს საკუთარი სურვილით იზიდავს ამა თუ იმ პროდუქტისკენ.
როცა მომხმარებელი კმაყოფილია საკუთარი შენაძენით, ის ხშირად უზიარებს გამოცდილებას მეგობრებს. გამოიყენე ასეთი მომხმარებლების ბაზა და მიმართე რეკომენდაციის თხოვნით. ეს მეთოდი აუცილებლად დაგეხმარება ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის.
თუ მჭიდრო კავშირი გაქვს სხვა მეწარმეებთან ან ბიზნესლიდერებთან, ეცადე მათთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას დამატებითი გაყიდვების
წარმოებისთვის, რაც საშუალებას მოგცემს მიწვდე ათასობით ახალ მომხმარებელს საიმედო რეკომენდატორის დახმარებით.
ვებსაიტი საშუალებას გაძლევს შენი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდო პოტენციურ მყიდველებს. იგი ასევე შეიძლება განსაკუთრებით მძლავრი მარკეტინგული იარაღი გახდეს, თუ მას სოციალური მედიის ეფექტურ სტრატეგიასთან გააერთიანებ. ყველა ადამიანი, რომელსაც შეხვდები, შეიძლება შენი მომხმარებელი გახდეს სრულიად უცხო ადამიანებსაც აქვთ პოტენციალი, გახდნენ ერთგული მომხმარებლები, ამიტომ უნდა გამოიყენო ეს ბერკეტი შენი სტარტაპის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. ისაუბრე ყველასთან შენი ბიზნესზე და გაგიკვირდება, რამდენად ხშირად მიგიყვანს ეს საქმიან შეხვედრამდე.
ცხადია, მარკეტინგი მძლავრი და აუცილებელი ინსტრუმენტია, მაგრამ მის ხარჯზე ვერ ჩაანაცვლებ პროდუქტის ან მომსახურების ხარისხს. დარწმუნდი, რომ შენი შეთავაზება ნამდვილად ღირებულია, სანამ მის მარკეტინგში მნიშვნელოვან ძალისხმევას ჩადებ.
მაშინ, როცა ბაზარზე მყარად დამკვიდრებული მეწარმეები ძვირადღირებულ მარკეტინგულ არხებს იყენებენ, თანამედროვე სამყარო სხვადასხვა სახის უფასო მარკეტინგულ არხებსაც გვთავაზობს, რომელთა ეფექტურად გამოყენებაც შენი სტარტაპის სწრაფი განვითარების და წარმატების გზა გახდება.
წყარო: shiftcomm.com