ბიზნესმენებმა კარგად იციან, რომ მომხმარებლისთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნა კარგ გავლენას ახდენს მათ შემოსავალზე. თუმცა ხშირად ბიზნესის მართვის დროს კლიენტების მომსახურების ფაქტორი ბოლო ადგილს იკავებს.
წაიკითხეთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კლიენტების მომსახურება:
მხარდაჭერა – ერთგული მომხმარებელი უზრუნველყოფს პოზიტიური განწყობისა და ონლაინ მიმოხილვის (reviews) გავრცელებას. ერთგული მომხმარებელი დაახლოებით 10 ჯერ უფრო ფასეულია ვიდრე მათ მიერ განხორციელებული პირველი შენაძენი. კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები ოჯახისა და მეგობრების რეკომენდაციებს უფრო ეყრდნობიან ვიდრე სარეკლამო მესიჯებს.
97 % აუცილებლად გააზიარებს თავის პოზიტიურ გამოცდილებას კლიენტების კარგი მომსახურების შესახებ
70 % დახარჯავს ფულს კომპანიაში, სადაც კლიენტების საუკეთესო მომსახურების ხარისხია
24 % ორი ან უფრო მეტი წლის შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდება იმ ბიზნესს, სადაც მან მიიღო პოზიტიური გამოცდილება კლიენტების ეფექტური მომსახურების მეშვეობით
29 % შეეცდება ახალ კომპანიაში მიიღოს კლიენტების უფრო ეფექტური მომსსახურების სერვისი