თუკი თქვენ გაქვთ საშუალება, რომ გახადოთ თქვენი ბიზნესი უფრო მოთხოვნადი და უფრო ღირებული, თქვენ ეს უნდა გააკეთოთ, რადგან ზუსტად ეს არის ის მომგებიანი პოზიცია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. სანამ უშუალოდ სააქმეზე გადავალთ რამდენიმე შეკითხვას უნდა გავცეთ პასუხი.
- რა პრობლემები გაქვს გადასჭრელი?
- რა გამოწვევას გაუმკლავდი?
- რა გზა გაიარე სანამ ამ შედეგამდე მიხვიდოდი?
ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით თქვენი პოტენციური კლიენტი შეიძლება გახდეს და ისარგებლოს თქვენი მომსახურებით არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც თქვენ იყავით სანამ იმ საქმეს მოკიდებდით ხელს, რომელისაც ახლა აკეთებთ. აუცილებელია, რომ ყველა თქვენს მყიდველში ამოიცნოთ თქვენი თავი და ის შეცდომები არ დაუშვათ, რომელსაც ოდესღაც თქვენთან უშვებდნენ.
ეს არის ოქროს წესი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბრენდის ინდივიდუალობის ჩამოყალიბებაში.