fbpx

ზედმეტმა ფიქრმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ემოციური სტრესი და გაზარდოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ჩამოყალიბების რისკი.

ფიქრი დაუსრულებელ წრეზე  – დამქანცველია.

ყველა ადამიანს უჩნდება უსარგებლო ფიქრები, თუმცა ეს ფიქრები დროებითია და არ გადაიზრდება ქრონიკულ ჩვევაში, განსხვავებით ქრონიკული მოაზროვნეებისგან, რომლებიც მთელ თავიანთ დროს ატარებენ ფიქრში და შფოთვაში, რაც ახდენს ზეგავლენას მათ ემოციურ მდგომარეობაზე.

„არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ უსარგებლო ფიქრების  დონეები, რომლებიც მხოლოდ პათოლოგიურია“ – ამბობს ქეთრინ პიტმანი კლინიკური ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი წმინდა მარიამის კოლეჯის ფსიქოლოგიური განყოფილებაში. (ნოტრ-დამი, ინდიანა.)

„მაგრამ საშუალო სტატისტიკური ადამიანიც როგორც წესი მიისწრაფვის ზედმეტი და უსარგებლო ფიქრისაკენ.“

ზედმეტი ფიქრი შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმებში:  განუწყვეტლივ ყოყმანი გადაწყვეტილების მიღების დროს, სხვისი ფიქრების  გამოცნობის მცდელობა, მომავლის წინასწარმეტყველება, პატარა დეტალებზე მუდმივი ფიქრი და სხვა.

ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ უსარგებლო ფიქრები გამუდმებით აკრიტიკებენ საკუთარ საქციელს, მათ არ მოსწონთ საკუთარი საქციელი, არ მოსწონთ რა თქვეს გუშინ მეგობრებთან შეხვედრისას, გონებაში განიხილავენ ათასგვარ განსხვავებულ ინტერპრეტაციას საუბრისა, არ ხიბლავთ თავიანთი გარეგნობა, მუდმივად ცუდი მომავლის შიშში არიან, ეს ყველა ფიქრი კი მათ მუდმივ შფოთში ამყოფებს. მათ ფიქრებში ყოველთვის დომინანტობს ფიქრები „ვაითუ“ და „თუ“, თითქოს უხილავი მოსამართლე განიხილავეს მთელ მათ ცხოვრებას.

მათთვის ასევე ძალიან რთულია სოციალურ სივრცეში  აქტიურობა, რადგან ნებისმიერი პოსტი თუ კომენტარი, იწვევს მათ შფოთს და უამრავ ფიქრს. მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია მათ აქტივობებზე. ხშირ შემთხვევაში ეს განუწყვეტელი ფიქრი იწვევს უძილობას. მათ გონებაში მუდმივად ტრიალებს კითხვები რატომ? რისთვის? ვაითუ? და სხვა.

„შენ თუ განუწყვეტლივ ფოკუსირდები ფიქრზე და აქცევ მას ჩვეულებად, მოექცევი დაუსრულებელ ლუპაში და რაც უფრო მეტს ფიქრობ მით უფრო რთული იქნება ამის შეწყვეტა და დამარცხება“ ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი ჰელენ ოდესკი.

ზედმეტი ფიქრი ფსიქიურად გამანადგურებელი და დამთრგუნველია.  თუ შენ გაწუხებს უსარგებლო ფიქრები, შეიძლება თვლიდე თავს, რომ ერთ ადგილზე გაჩერებული ხარ და  თუ არ იმოქმედე  ძალიან დიდ გავლენას მოახდენს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. შესაძლებელია შენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დადგეს რისკის ქვეშ., რადგან ეს მდგომარეობა იწვევს დეპრესიისა და შფოთვისაკენ მიდრეკილებას.

უსარგებლო ფიქრი ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია მომავლის შიშით. „რადგან ჩვენ ვგრძნობთ თავს დაუცველად მომავლის წინაშე, ჩვენ ვცდილობთ გადავწყვიტოთ პრობლები ჩვენს გონებაში.“ ამბობს დავიდ კარბონელი, კლინიკური ფსიქოლოგი და ავტორი „შფოთვების ხრიკი: როგორ გიბიძგებს შენი ტვინი უარესის მოლოდინისკენ და რა უნდა მოიმოქმედო მის წინააღმდეგ“

ექტრემალურმა ფიქრმა შეიძლება დაკარგვინოს კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. ის გართმევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღო შენს გარშემო განვითარებულ პროცესებში.

როგორ დავამარცხოთ უსარგებლო ფიქრები და დავიბრუნოთ ჯანსაღი ცხოვრება

ქრონიკული შფოთვა არ არის მუდმივი, ის არის მავნე ჩვევა, რომლის დამარცხებაც შესაძლებელია.

უსარგებლო ფიქრების დასამარცხებლად, პიტმანი გვირჩევს შევცვალოთ ფიქრის შინაარსი. „ეუბნებოდე შენ თავს არ იფიქრო არ არის გამოსავალი, შენ უნდა შეცვალო თავად ფიქრი“, რა მოხდებოდა თუ ის გეტყოდა შეწყვიტე ფიქრი ვარდისფერ სპილოზე? რაზე დაიწყებდი ფიქრს შენ? რა თქმა უნდა, ვარდისფერ სპილოზე.“ თუ კი შენ არ გინდა ფიქრი ვარდისფერ სპილოზე, შეცვალე გამოსახულება მაგალითად  იფიქრე კუზე“ შეგიძლია წარმოიდგინო კუ, რომელიც მიათრევს ვარდს.  „შენ უკვე აღარ იფიქრებ ვარდისფერ სპილოზე.“ როდესაც აღმოაჩენ, რომ ხარ გაჩერებული  ერთ ადგილზე და ჩაფლული ხარ შენს ფიქრებში, დაარწმუნე საკუთარი თავი, რომ ამოძრავდე. შენ შეგიძლია აკონტროლო უსარგებლო ფიქრის ჩვევა  თუ შენ გააკონტროლებ საკუთარ თავთან საუბარს –  შინაგან ხმას, რომელიც აწარმოებს მონოლოგებს შენს გონებაში  მთელი დღისა და ღამის განმავლობაში.

ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს – რა არის ალბათობა იმისა, რომ რისიც მეშინია აუცილებლად მოხდება? და თუ ალბათობა არის დაბალი, რა იქნება მოსალოდნელი შედეგი?  ნაცვლად იმისა, რომ თავს უთხრათ „მე ვეღარ ვითარდები ჩემს კარიერაში,“ უთხარით მას, რომ  „ მე მინდა სამსახური, სადაც თავს ვიგრძნობ რეალიზებულად.“ განავითარე შენი უნარ-ჩვევები, გაიღვივე ცოდნა და მოიძიე ახალი შესაძლებლობები შენი მომავალი  წარმატებული კარიერისთვის.

იპოვე კონსტრუქციული გზა თუ როგორ გააქრო შენი შფოთვა ან ნეგატიური ფიქრები, „ჩამოწერე შენი ფიქრები საღამოს ძილის წინ ან დილით გაღვიძებისთანავე. არ არის საჭირო შენი ფიქრები იყოს დალაგებული. გამოყავით ნეგატიური ფიქრები ფურცელზე, ხშირ შემთვევაში ეს მოგანიჭებთ დიდ შვებას.“ ამბობს ჰანი ლანგასტერი, ფსიქოლოგი.

თქვენ ასევე შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი მავნე ჩვევები შეგრძნებების გაძლიერებით. დააკვირდით თუ რა გესმით, რას ხედავთ, რას გრძნობთ, რას ჭამთ, რა სუნი გცემთ.

„ცოტა  უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს, წარმოთქვით ხმამაღლა, რომ მე ვგრძნობ შეშფოთებას. სად ვარ? ეს ყველაფერი ჩემს თავშია? შეიძლება გასეირნება მჭირდება და ვნახავ რა მოხდება ან რა შეიცვლება.“ ამ ყველაფრის მიზანია შენი შინაგანი სამყარო გააერთიანო გარე სამყაროსთან. როდესაც ამ ყველაფერს კარგად გაიზარებ, შენ უფრო ნაკლებ დროს გაატარებ შენს თავში. ცნობიერების ამაღლება დაგეხმარება დაამარცხოთ ეს მავნე ჩვევა.

იგრძნობთ თუ არა, რომ უსარგებლო ფიქრები მოგეძალათ გადაიტანეთ თქვენი ყურადღება და ფოკუსირდით, თქვენთვის სიამოვნების მომგვრელ საქმიანობაზე. ეს საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა სისტემატიური გონების ვარჯიში, მრავალჯერ გამეორება გამოიღებს სასურველ შედეგს. დროსთან და გამოცდილებასთან ერთად, თქვენ გაგიმარტივდებათ უსარგებლო ფიქრების კონტროლი და მართვა. მაგალითად: ნეგატიური ფიქრი ცვალე პოზიტიურით: „მე არ მყავს კარგი მეგობრები!“ დაუპირისპირე „რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ გავაუმჯობესო ურთიერთობები ჩემს მეგობრებთან და შევიძინო ახალი მეგობრები!“ – გვირჩევს რაიან ჰოუვსი.

არ დაიკარგო შენს ფიქრებში. არ იფიქრო, რომ რაღაც  ვერ გააკეთე ან რა შეგეძლო გაგეკეთებინა.  ფსიქიკური ჯანმრთელობა სერიოზულ გავლენას ახდენს შენს კეთილდრეობაზე.

გადაჭარბებულმა უსარგებლო ფიქრებმა შეიძლება შენი ცხოვრება უიმედობით აავსოს. საუკეთესო საჩუქარი საკუთარი თავისთვის არის ისწავლო თუ როგორ აკონტროლო ფიქრები.

შეიყვარო ახალი წამოწყებები და  შეცვალო ფიქრების მიმდინარეობა არის ძალიან რთული გამოწვევა გონებისთვის, თუმცა არ არის შეუძლებელი. ვარჯიში საკუთარ თავზე, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა, გონების დატვირთვა სასიამოვნო ფიქრებით იწვევს ამ მავნე ჩვევის დამარცხებას, რაც ამცირებს სტრესს და ცხოვრებას ხდის სასიამოვნოს.

თუ გრძნობ, რომ გაწუხებს უსარგებლო ფიქრები რაც  ხელს გიშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში და თუ თვლი, რომ ეს ფიქრები განაპირობებს შენს დეპრესიას, საჭიროა მიმართო პროფესიონალის დახმარებას.

©️ წყარო: medium
 

უფასო კონსულტაცია

შეავსე ფორმა

თქვენი ინფორმაცია
შემდეგი