fbpx

“იისფერი ძროხა” არის წიგნი რისკის სიყვარულზე, სიახლეების ძიებაზე, გამორჩეულის შექმნასა და მარკეტინგის ძველი წესების დავიწყებაზე. წიგნი თანაბრად საინტერესოა ნებისმიერი მარკეტერის, ბიზნესი მფლობელის , დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის, მუსიკოსის, მხატვრის, მოკლედ ყველასთვის, ვისაც შემოქმედობის ამბიცია, სურვილი ან გამოცდილება აქვს და რამე ახალს ქმნის.

წიგნი ეძღვნება იმას, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ორგანიზაციებმა. მაგრამ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? შეგიძლიათ “იისფერი ძროხის” ლოგიკით სამსახურის ძიება დაიწყოთ?

 სავარაუდოდ, ბოლოს, როდესაც სამუშაო ადგილი შეიცვალეთ, რეზიუმე გამოიყენეთ. თუ საყოველთაო სიბრძნეს მიჰყევით, ასობით ან ათასობით დამსაქმებელს გაუგზავნიდით. შესაძლოა, ახალი სამსახურისკენ გზის გასაკვალად, განცხადება ონლაინ განათავსეთ ან ელ-ფოსტით ისარგებლეთ.

მთელი ეს ძალისხმევა სინამდვილეში სხვა არაფერია , თუ არა ჩვეულებრივი რეკლამა. ეს გზა სატელევიზიო დროის ყიდვის მეთოდისგან ძალზე განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად, წარმოუდგენლად ჰგავს.  რაც უნდა იყოს, თქვენი რეზიუმე შესაძლოა, ისეთი ადამიანის მაგიდაზე აღმოჩნდეს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს, ვინ ხართ ან/და რას აკეთებთ. უფრო უარესი, ამ სტრატეგიის გამოყენებით თქვენ შესახებ ინფორმაცია სიტყვიერად ვერ გავრცელდება.

სხვა გზაც არსებობს: განსაკუთრებული უნდა იყოთ. როგორც ჩანს, გამორჩეული კარიერის მქონე განსაკუთრებული ხალხი სამუშაო ადგილს ბევრად ნაკლები ძალისხმევით იცვლის. მათ უმრავლესობას ხშირად რეზიუმე არც აქვს. ნაცვლად ამისა, გარშემო ცემინებაატეხილი ადამიანები ჰყავთ (ცემინებაატეხილი ხალხი იდეა-ვირუსს არამხოლოდ ავრცელებს, არამედ სიცოცხლესაც უნარჩუნებს), ვინც მათ, რაიმე ახალი ვაკანსია თუ გამოცხადდება, რეკომენდაციას უწევენ.

   გამორჩეული ადამიანები ხშირად საყვარელი სამსახურიდან ისეთ ადგილას გადაჰყავთ, რომელიც უფრო მეტად უყვარდებათ.

საიდუმლო სამსახურის ძიების ხერხებში როდი დევს. მთავარი ის არის, რას საქმიანობს ადამიანი იმ დროს, როცა სამსახურს არ ეძებს.  ასეთი “იისფერი ძროხები” შესაშურად მუშაობენ. გახმაურებულ პროექტებში მონაწილეობენ. რისკზე მიდიან და ხშირად მარცხდებიან. სამაგიეროდ, ეს მათ ჩიხში მაინც არ აქცევს. გარისკვასაც ვერ დავარქმევთ, რადგანაც სანაცვლოდ იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ შემდგომ უკეთეს პროექტში აღმოჩნდებიან.

თუ იისფერ ძროხად ქცევას ფიქრობთ, ამაზე მაშინ უნდა იზრუნოთ , როდესაც სამსახურს არ ეძებთ. ადამიანის კარიერისთვის დაცული მდგომარეობა უფრო სარისკოც კია, ვიდრე ბრენდისთვის. მთელი ცხოვრების განმავლობაში სამუშაო ადგილის გარანტია გამორჩეულობაა.

რეკომენდაცია მოთხოვნისამებრ? ეს რომ სრული სისულელეა. რეზიუმე სწორედაც რომ რეკომენდაციაა.  სტანდარტული რეზიუმე სხვა არაფერია, თუ არა შესაძლო დამსაქმებლისთვის თქვენი უარით გასტუმრების შესაძლებლობა. მეორე მხრივ, უამრავი საყურადღებო რეკომენდაციის არსებობა პირისპირ შეხვედრას საჭიროებს.

თუ თქვენი რეზიუმე მილიონობით სხვა რეზიუმესთან ერთად ყრია და ელოდება, ვინმე როდის იპოვის, უნდა გითხრათ, რომ ეს კარგი ადგილი არ არის. სანამ სამსახურის ზებნას დაიწყებდეთ, კარგად დაფიქრდით, რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ დღეს საიმისოდ, რომ ეს არასდროს გაგიხდეთ სანანებელი!

©️ წყარო: სეთ გოდინი “იისფერი ძროხა” 

უფასო კონსულტაცია

შეავსე ფორმა

თქვენი ინფორმაცია
შემდეგი