fbpx

10 სასაცილო შემთხვევა, რომელიც სამსახურის პირველ სამუშაო დღეს შეიძლება შეგემთხვათ

პირველი სამუშაო დღე ყოველთვის აფრთხობს ახალ თანამშრომელს!

ახალი სამუშაო გარემო, თანამშრომლები, ოფისი დაძაბულობას იწვევს უხერხული სიტუაციები  პირველი სამუშაო დღის თანმდევი ნაწილია. ჩვენ შემოგთავაზებთ 10 ყველაზე სასაცილო სიტუაციას  და ალბათ ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს.

მაშ ასე:

1. სამსახურში ადრე მისვლა

თქვენ ფიქრობთ, რომ დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება არაპროფესიონალად გამოჩნდეთ ასე, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში მიდიხართ ადრე. ერთადერთი თანამშრომლები, რომლებიც მისვლას გასწრებენ მეეზოვეები არიან.

2. არ გაქვთ წარმოდგენა როგორ, ან სად უნდა მიხვიდეთ

თქვენ ძალიან ხშირად ვარდებით პანიკაში იმიტომ, რომ  არ იცით რა სად მდებარეობს ან როგორ უნდა მიაგნოთ ამა თუ იმ ოთახს აქედან გამომდინარე თქვენ ცდილობთ დაიმახსოვროთ ყველა კუთხის ყველა დეტალი იმისთვის რომ არ დაიკარგოთ (თუმცა ეს ძალიან რთულია). დღევანდელ დღეს საკმაოდ კარგი მიგნებაა სადაც გაივლით ჩიფსის ან კრეკერის კვალი დატოვოთ.

3. წარუდგინოთ საკუთარი თავი

საკუთარი თავის წარდგენა ძალიან ცუდი ტონია. მაშინ, როდესაც არავის ადარდებს, ან არავინ აინტერესებს ზედმეტი ინფორმაცია. ისინი მხოლოდ თქვენს სახელს დაიმახსოვრებენ. ასევე, ეს  სირთულეს წარმოადგენს მათთვის იმიტომ, რომ მათ შეიძლება არასწორად დაიმახსოვრონ სხვადასხვა დეტალი.

4. სახელების დამახსოვრება

ძალიან უხერხული მომენტია, როდესაც თქვენი კოლეგები სახელებს გეუბნებიან და გეცნობიან თქვენ კი ეს სახელები 0,5 წამში გავიწყდებათ. ყველა ჯერზე, როდესაც თქვენ გინდათ პირადად მათ შეკითხვა დაუსვათ, იყენებთ სხვადასხვა ხრიკებს მაგ: ჩაახველებთ, ან მისალმებისთანავე კითხვაზე გადახვალთ

5. როდესაც გავალებენ რა უნდა გააკეთოთ

ეს ის შემთხვევაა როდესაც თქვენი უფროსი გაძლევთ დავალებას, თუმცა თქვენ აზრზე არ ხართ რა უნდა გააკეთოთ. მართალია მას აჩვენებთ თითქოს ყველაფერს იგებთ მაგრამ შინაგანად უკვე წარუმატებლობის სუნი გცემთ.

6. მარტოობა სადილის მაგიდასთან

სადილი  ისეთვე საშინელია, როგორც სკოლაში. თქვენ უბრალოდ დგახართ ლანგრით ხელში იმ იმედით, რომ ვიღაც შემოგთავაზებთ მათ  მაგიდასთან დაჯდომას, თუმცა ამავდროულად ცდილობთ დიდად ფეხებში არ მოებლანდოთ არავის. (ნამდვილად რთული სურათია)

7. კოლეგებთან საერთო ენის გამონახვა

როდესაც თქვენ საბოლოოდ იპოვნეთ ადგილი კოლეგებს შორის მაგრამ ვერ ასწრებთ ფეხი აუწყოთ იმათ საუბარს. ყველაფერი ის რასაც ისინი განიხილავენ და აინტერესებთ შედის ერთ ყურში და გამოდის მეორე ყურიდან.

8. არ იცით რა უნდა გააკეთოთ

ძალიან უხერხულია, როდესაც თქვენ ასრულებთ სამუშაო დღეს თუმცა არ იცით როგორ უნდა  გააკეთოთ ესა თუ ის ის საქმე,  თუმცა იქმნით იმიჯს, რომ ყველაფერი გაიგეთ და არანაირ სირთულეს არ გადააწყდებით.

9. ცდილობთ იპოვოთ საპირფარეშო

საბოლოოდ გაათავისუფლეთ თქვენი თავი ბუნებრივი მოთხოვნილებებისგან (ფსიქოლოგიურად). მხოლოდ იმიტომ რომ გერიდებათ კითხვა სად არის  საჭირო ოთახი. ასევე, გსურთ თავიდან აიცილოთ მორიგი დაკარგვა.

10. საბოლოოდ სახლში წასვლა

მას შემდეგ რაც საბოლოოდ გაუმკლავდით ამდენ სირთულეს, შეეგუეთ გარემოს, გაიცანით ამდენი ადამიანი თამამად შეგიძლიათ თავაწეული წახვიდეთ სახლში და დაისვენოთ.

წყარო: brandsynario

უფასო კონსულტაცია

შეავსე ფორმა

თქვენი ინფორმაცია
შემდეგი