fbpx

ძალიან ბევრი ბიზნესის მფლობელი და მენეჯერი განიხილავს კორპორაციის სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR), როგორც საქმეს რაც კარგია, რომ გააკეთო, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი და ამავდროულად არ არის მიმართული ბიზნესის ზრდისა და მოგების მიღებაზე.

თუმცა, ეს მიდგომა არასწორია…

ერთ-ერთ ტრენინგზე მონაწილეებს შემდეგი დავალება მიეცათ:  მონაწილეთა ნაწილმა მოირგო „დამსაქმებლის“, ხოლო მეორე ნაწილმა „პოტენციური დასაქმებულის“ როლი.   დამსაქმებლებს უნდა ეპოვათ გზა თუ როგორ დაესაქმებინათ რაც შეიძლება მეტი მონაწილე   კომპანიაში.

უმეტეს მათგანს ეგონა,  რომ ეს ძალიან მარტივი იქნებოდა. უმეტესმა მათგანმა, ვინც “დამსაქმებელის”  როლი მოირგო,  შეადგინა შეთავაზება მოქნილი სამუშაო გრაფიკით, მაღალი ხელფასითა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით.  თუმცა „პოტენციურ დასაქმებულებს“ ძალიან უჭირდათ გადაწყვეტილების მიღება.  თუმცა, მას შემდეგ რაც მათ   კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა გააცნეს, შედეგი გამოიღო,  მათი დამოკიდებულება შეიცვალა და ძალიან მარტივად დაიყოლიეს ემუშავათ  კომპანიაში.  ეს საუკეთესო მაგალითია თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს კორპორაციის სოციალურმა პასუხისმგებლობამ (CSR) თქვენი კომპანიის კონკურენტუნარიანობის დონეზე.   საერთო საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა, პრო-ბონო საქმიანობა, გარემოზე ზრუნვა და სოციალურ კამპანიებში ჩართვა და სხვა, ქმნის თქვენი კომპანიის სახეს. ამავდროულად, თუ პროგრამა არის სწორად შერჩეული და სტრატეგიული, გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს კომპანიისთვის.

კომპანიის სახე და რეპუტაცია ქმნის თქვენი კომპანიის ბრენდს

სოციალური პასუხისმგებლობა ქმნის თქვენი ბრენდის პოზიტიურ სახეს. თქვენი კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივია ნდობა და კარგი რეპუტაცია. ფაქტობრივად, მათ გარეშე  ჩათვალეთ, რომ ბიზნესიც კი არ გაქვთ;  ეს აქტივები კი მარტივი მოსაპოვებელია სწორად შერჩეული და დაგეგმილი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით,  კერძოდ,  კი თქვენს ბიზნესზე ინდივიდუალურად მორგებული პროგრამით,  რომელიც ახალი შესაძლებლობების საწინდარი გახდება.

     გაიზრდება თქვენი წარმატება და ამავდროულად კომპანიაში არსებული კულტურაც  განიცდის ცვლილებას. ეს ყველაფერი გაზრდის ნდობის ხარისხს, თქვენ ცნობადობას და გაცილებით უფრო ფართო საზოგადოება მოგეკიდებათ ნდობით..

კორპორაციის სოციალური პასუხისმგებლობა იზიდავს და ინარჩუნებს პერსონალს

დიახ, ჩვენ ყველას გვინდა ვაკეთოთ სიკეთე (ხანდახან ამის აღიარებასაც კი მოვითხოვთ);  ჩვენი ცხოვრება აზრიანია, თუ  ვაანალიზებთ, რომ ჩვენმა საქმიანობამ რაღაც პოზიტიური ეფექტი გამოიღო.  ეს ჩვენს მიერ დახარჯულ ენერგიას გვინაზღაურებს და დადებითად განვეწყობით ჩვენი საქმიანობის მიმართ.  მაგალითად: 2003 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების კურსთამდავრებულები დაახლოებით 13700$ შემოსავლის მიღებაზე უარს ამბობდნენ, რადგან ისინი უპირატესობას, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაში მუშაობას ანიჭებდნენ.

   პერსონალის მოზიდვა, შენარჩუნება და ჩართვა სიკეთის კეთებაში ამცირებს დასაქმების პროგრამისათვის გამოყოფილ ხარჯებს. ასეთ კომპანიებში გაცილებით მაღალია სამუშაოს შესრულებისა და პერსონალის კმაყოფილების ხარისხი, და ასევე მათი პროდუქტიულობა.

მომხმარებელს იზიდავს  სოციალურად პასუხიმგებლიანი კომპანიები

თქვენი კომპანიის ბრენდი, განსხვავებულია კონკურენტებისგან, თუ გაქვთ სტრატეგიული სოციალური პასუხისმგბელობის პროგრამა დანერგილი. მაგალითად: The Body Shop -ს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა, მათ სწორად გამოიყენეს მათი უპირატესობა ბაზარზე, შექმნეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და მათი მარკეტინგული კამპანიაც დააფუძნეს ამ პრინციპზე. მომხმარებლისთვის კი საუკეთესო მიზეზია უპირატესობა მიანიჭოს მათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა იზიდავს ინვესტორებს

ინვესტორებსა და ფინანსისტებს იზიდავს სოციალურად აქტიური კომპანიები. მათ ძალიან კარგად იციან, რომ წარმატებული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა საუკეთესო რეპუტაციისა და კარგი მენეჯმენტის საწინდარია.  სწორად შეაფასე ეს შესაძლებლობა, რადგან ის ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც შენი კომპანიის ფინანსური მაჩვენებელი და ხშირ შემთხვევაში შეიძლება გადამწყვეტი როლი ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროგრამას მიენიჭოს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ხელს უწყობს პერსონალის პროფესიულ და პერსონალურ ზრდას

კარგად დაგეგმილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა უვითარებს პერსონალს სხვადასხვა პროფესიულ და პერსონალურ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა პროექტების სწორად დაგეგმვა, ჯგუფური მუშაობა, ლიდერული თვისებების გამოვლენა, კოლეგების პატივისცემა და სხვა. ეს ისეთივე მარტივი შეიძლება გახდეს როგორც მაგალითად, ყოველწლიურად თანამშრომლების ერთგუნდად შეკვრა (Team-Building)

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გეხმარება, რომ შეამცირო ხარჯები

გარემოსთვის სასარგებლო ინიციატივები, როგორიცაა გადამუშავება და ენერგიის დაზოგვა ამცირებს კომპანიის ხარჯს. საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ შეამცირო თქვენი დანახარჯები და გაზარდო სოციალური პასუხისმგებლობის როლი თქვენს კომპანიაში.

ორი მნიშვნელოვანი რჩევა თქვენთვის!

სანამ დაგეგმავ თქვენს პირად კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამას, გახსოვდეს:

  • თქვენი პროგრამა უნდა იყოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწორად დაგეგმილი;  იყო ქველმოქმედი არ არის საკმარისი. საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ეფუძნება თქვენსა და სხვა კომპანიებთან ურთიერთობას, რაც ორივე მხარეს აძლევს პროფესიული და ეკონომიური ზრდის საშუალებას, ასევე ეს ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
  • თქვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა და  ვალდებულებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს თქვენი კომპანიის ღირებულებებთან, თქვენს მომხმარებელთან და პერსონალთან. სტრატეგიულად უნდა იყოს გათვლილი ადამიანებსა და საზოგადოებაზე. თქვენ ნამდვილად არ გაწყობთ, რომ ამ პროგრამამ უარყოფითად იმოქმედოს თქვენს რეპუტაციაზე და თქვენი სახე წარმოაჩინოს თითქოს ჰიპოკრატი ხართ. არასწორად დაგეგმილი სტრატეგია ადამიანებს თქვენს მიმართ უარყოფითად განაწყობს და გაქრება მთავარი აქტივი ნდობა კომპანიის მიმართ.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ კარგად დაგეგმილი კორპორაციული სოციალური პასუხისიმგებლობა ფინანსური სარგებლის მომტანია, შენი საქმიანობა იძენს უფრო ღრმა მნიშვნელობას, რითაც საბოლოოდ ყველას კმაყოფილების გრძნობა უჩნდება.

რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?

გაითვალისწინეთ, რომ ბაზარზე მაღალი კონკურენციია ,უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის დაგეგმვას. რათა გყავდეთ მაღალკვალიფიციური და პროდუქტიული პერსონალი, გქონდეთ ნაკლები ხარჯი და უფრო მეტი სარგებელი, და გყავდეთ თქვენი კომპანიით დაინტერესებული ინვესტორები.

დამატებითი ინფორმაცია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ტრენინგზე:  პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია – თანამედროვე წარმატებული პიარის აუცილებელი პირობა

 

უფასო კონსულტაცია

შეავსე ფორმა

თქვენი ინფორმაცია
შემდეგი