fbpx

Previous
Next

ბრენდინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ნებისმიერი ბიზნესის განვითარებაში. ეფექტური ბრენდინგის სტრატეგია გაძლევთ ძალიან დიდ იმუნიტეტს იმ ბიზნეს გარემოში, სადაც თქვენი კომპანია საქმიანობს.   რას ნიშნავს ბრენდინგი? ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა. ამ ყველაფერს უფრო მარტივად რომ შვხედოთ, ბრენდი ეს არის კლიენტთან კომუნიკაცია, ის აძლევს მათ ინფორმაციას თუ რა სახის მომსახურებას სთავაზობთ თქვენ მათ და რითი გამოირჩევით თქვენი კონკურენტებისგან. თქვენი ბრენდი დამოკიდებულია პირადად თქვენზე, ის ძალიან კარგად აირეკლავს თქვენს მიზნებსა და შესაძლებლობებს.

შემდეგი რაც უნდა გავარკვიოთ გეხებათ პირადად თქვენ! თქვენ ნოვატორი ხართ თუ გამოცდილი მეწარმე? თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტი რაღაც ახალი ხარისხიანი ვერსიაა თუ ხარისხიანად/უხარისხოდ შესრულებული პლაგიატი? თქვენ ვერ შეძლებთ ყველა მოთხოვნა დააკამაყოფილოთ  და იყოთ ყველასთვის მისაღები.

ის თუ როგორ გვევლინებით თქვენ ახლა აუცილებლად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე თუ როგორი სჭირდებით თქვენს სამიზნე აუდიტორიას. თქვენი ბრედნდინგის საბაზისო ელემენტი თქვენი ლოგოა, შემდეგ მოდის ვებ გვერდი, პროდუქტის შეფუთვა და სარეკლამო კამპანიები. ეს ასპექტები თქვენი ბრენდის ცნობადობის ასამაღლებელი სავიზიტო ბარათებია.

via GIPHY

1. ბრენდინგის სტრატეგია და სამართლიანობა

ბრენდინგი ეს არის მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს როდის, სად, რა დროს და რა ფორმით  მიაწოდოთ ადამიანებს თქვენი პროდუქტი. რეკლამის განთავსება და კლიენტთან პირდაპირი კომუნაკაცია  თქვენი ბრენდინგის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.  სწორად შერჩეულ სტრატეგიას ბრენდი წარმატებამდე და საკმაო კაპიტალის დაგროვებამდე მიჰყავს. ბრენდინგის ნათელი მაგალითია კოკა-კოლა. ამ კომპანიამ შექმნა უძლიერესი კაპიტალი ბრენდინგის სფეროში. მათ იმდენს მიაღწიეს, რომ რამდენადაც არ უნდა გაზარდონ ფასი კლიენტები მიიღებენ ამ ფასს და გადაიხდიან კიდევაც. ასეთი წარმატება ხშირად  მწარმოებლის მიმართ ნდობასა და  იმ გემოზე  შეჩვევას მოაქვს, როგორიც ამ გაზირებულ სასმელს აქვს. მეორე ბრენდინგის სტრატეგია ეხება ნაიკს. ის ძალიან ხშირად  მის სარეკლამო კამპანიებს უკავშირებს ვარსკვლავებს, სპორტსმენებს ასეთი საქციელით ისინი თვლიამ რომ საზოგადოებაში გამოიწვევენ  მათი ბრენდის მიმართ მიჯაჭვულობას. ნაიკისთვის ფეხსაცმელი მხოლოდ აქსესუარი არ არის ის მთელი ხელოვნებაა.

via GIPHY

2. თქვენი ბრენდის საბოლოო ჩამოყალიბება.

ბრენდის ჩამოყალიბების საბოლოო ფაზაა ბიზნეს-მოგზაურობა საკუთარი თავის შესაცნობად.  ეს შეიძლება იყოს რთული, საკამოდ გრძელვადიანი და არაკომფორტული პროცესი. აუცილებელი, რომ თქვენ პასუხი გასცეთ კიდევ რამდენიმე შკითხვას:

ჩაატარეთ პატარა გამოძიება, შეისწავლეთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის სურვილები და მოთხოვები და არასდროს დაეყრდნოთ თქვენს ვარაუდებს თუ რას ფიქრობენ ისინი და რა უნდათ მათ. შეიძლება პირველ ეტაპზე ბიზნეს სტრატეგიის ჩამოყალიბება საკამოდ რთული იყოს მაგრამ შეგიძლიათ ამ სფეროში კარგად გათვიცნობიერებული ჯგუფი დაიქირაოთ. ეს შეიძლება ძვირი ფუფუნებაა მაგრამ სამომავლოდ გონივრულად გაკეთებული ინვესტიციაა.

 

3. მას შემდეგ რაც თქვენ ჩამოყალიბდით თქვენი ბრენდის შესახებ უნდა გადაწყვიტოთ როგორ მოყვეთ მის შესახებ,ანუ რა ფორმით მიაწოდოთ ის აუდიტორიას.

წყარო: entrepreneur.com 

შეიძლება დაგაინტერესოს


ვრცლად

Leave a Reply