fbpx

ბრენდინგის საფუძვლები

Previous slide
Next slide

ბრენდინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ნებისმიერი ბიზნესის განვითარებაში. ეფექტური ბრენდინგის სტრატეგია გაძლევთ ძალიან დიდ იმუნიტეტს იმ ბიზნეს გარემოში, სადაც თქვენი კომპანია საქმიანობს.   რას ნიშნავს ბრენდინგი? ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა. ამ ყველაფერს უფრო მარტივად რომ შვხედოთ, ბრენდი ეს არის კლიენტთან კომუნიკაცია, ის აძლევს მათ ინფორმაციას თუ რა სახის მომსახურებას სთავაზობთ თქვენ მათ და რითი გამოირჩევით თქვენი კონკურენტებისგან. თქვენი ბრენდი დამოკიდებულია პირადად თქვენზე, ის ძალიან კარგად აირეკლავს თქვენს მიზნებსა და შესაძლებლობებს.

შემდეგი რაც უნდა გავარკვიოთ გეხებათ პირადად თქვენ! თქვენ ნოვატორი ხართ თუ გამოცდილი მეწარმე? თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტი რაღაც ახალი ხარისხიანი ვერსიაა თუ ხარისხიანად/უხარისხოდ შესრულებული პლაგიატი? თქვენ ვერ შეძლებთ ყველა მოთხოვნა დააკამაყოფილოთ  და იყოთ ყველასთვის მისაღები.

ის თუ როგორ გვევლინებით თქვენ ახლა აუცილებლად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე თუ როგორი სჭირდებით თქვენს სამიზნე აუდიტორიას. თქვენი ბრედნდინგის საბაზისო ელემენტი თქვენი ლოგოა, შემდეგ მოდის ვებ გვერდი, პროდუქტის შეფუთვა და სარეკლამო კამპანიები. ეს ასპექტები თქვენი ბრენდის ცნობადობის ასამაღლებელი სავიზიტო ბარათებია.

1. ბრენდინგის სტრატეგია და სამართლიანობა

ბრენდინგი ეს არის მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს როდის, სად, რა დროს და რა ფორმით  მიაწოდოთ ადამიანებს თქვენი პროდუქტი. რეკლამის განთავსება და კლიენტთან პირდაპირი კომუნაკაცია  თქვენი ბრენდინგის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.  სწორად შერჩეულ სტრატეგიას ბრენდი წარმატებამდე და საკმაო კაპიტალის დაგროვებამდე მიჰყავს. ბრენდინგის ნათელი მაგალითია კოკა-კოლა. ამ კომპანიამ შექმნა უძლიერესი კაპიტალი ბრენდინგის სფეროში. მათ იმდენს მიაღწიეს, რომ რამდენადაც არ უნდა გაზარდონ ფასი კლიენტები მიიღებენ ამ ფასს და გადაიხდიან კიდევაც. ასეთი წარმატება ხშირად  მწარმოებლის მიმართ ნდობასა და  იმ გემოზე  შეჩვევას მოაქვს, როგორიც ამ გაზირებულ სასმელს აქვს. მეორე ბრენდინგის სტრატეგია ეხება ნაიკს. ის ძალიან ხშირად  მის სარეკლამო კამპანიებს უკავშირებს ვარსკვლავებს, სპორტსმენებს ასეთი საქციელით ისინი თვლიამ რომ საზოგადოებაში გამოიწვევენ  მათი ბრენდის მიმართ მიჯაჭვულობას. ნაიკისთვის ფეხსაცმელი მხოლოდ აქსესუარი არ არის ის მთელი ხელოვნებაა.

2. თქვენი ბრენდის საბოლოო ჩამოყალიბება.

ბრენდის ჩამოყალიბების საბოლოო ფაზაა ბიზნეს-მოგზაურობა საკუთარი თავის შესაცნობად.  ეს შეიძლება იყოს რთული, საკამოდ გრძელვადიანი და არაკომფორტული პროცესი. აუცილებელი, რომ თქვენ პასუხი გასცეთ კიდევ რამდენიმე შკითხვას:

  • რა არის თქვენი კომპანიის მისია?
  • რა განსაზღვრავს თქვენი კომპანიის უნიკალურიბას?
  • რომელი მახასიათებლები გინდათ, რომ ასოცირდებოდეს თქვენს კომპანიასთან?

ჩაატარეთ პატარა გამოძიება, შეისწავლეთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის სურვილები და მოთხოვები და არასდროს დაეყრდნოთ თქვენს ვარაუდებს თუ რას ფიქრობენ ისინი და რა უნდათ მათ. შეიძლება პირველ ეტაპზე ბიზნეს სტრატეგიის ჩამოყალიბება საკამოდ რთული იყოს მაგრამ შეგიძლიათ ამ სფეროში კარგად გათვიცნობიერებული ჯგუფი დაიქირაოთ. ეს შეიძლება ძვირი ფუფუნებაა მაგრამ სამომავლოდ გონივრულად გაკეთებული ინვესტიციაა.

 

3. მას შემდეგ რაც თქვენ ჩამოყალიბდით თქვენი ბრენდის შესახებ უნდა გადაწყვიტოთ როგორ მოყვეთ მის შესახებ,ანუ რა ფორმით მიაწოდოთ ის აუდიტორიას.

  • შექმენით არაჩვეულებრივი ლოგოტიპი და განათავსეთ ის ყველგან სადაც შეიძლება.
  • ჩამოწერეთ რა  იდეები გსურთ, რომ მიიტანოთ მომხამრებლამდე.
  • ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს როგორ პროდუქციას აწარმოებთ და რას აწარმოებთ.
  • გახადეთ თქვენი ბრენდი ინტეგრირებული. ბრენდინგი მოიცავს თქვენი ბიზნესის ყველა ასპექტს. აი მაგალითად: როგორ საუბრობთ სატელეფონო ზარებზე, როგორ ტანისამოსს ატარებთ, რამდენად მოწესრიგებულები არიან თქვენი თანამშრომლები ან როგორი მოწესრიგებული გაქვთ ელექტრონული მისამართი და ა.შ.
  • შექმენით „ხმა“ რომელიც ასახავს თქვენს ბრენდს. ეს ხმა უნდა გამოიყენებოდეს ყველა ტექსტურ შეტყობინებაში.
  • მეგობრულია თქვენი ბრენდი? იყავით კომუნიკაბელურები. ეს იქნება უმაგრესი გზა კლიენტების მოსაზიდად. იყავით უფრო ფორმალურიც ეს დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ არათემატური შტყობინებები.
  • შეიმუშავეთ სლოგანი. შექმენით მოკლე მაგრამ დასამახსოვრებელი ფრაზა, რომელიც კარგად გადმოსცემს თქვენი ბიზნესის არსს.
  • შექმენით შაბლონები და სტანდარტები. თქვენი მარკეტინგული ინფორმაციებისთვის გამოიყენეთ ერთი და იგივე ფერების პალიტრა, განათავსეთ თქვენი ლოგო ყველა პოსტერზე. ამ ყველაფერს არ სჭირდება დიდი ფანტაზია, უბრალოდ დაწვრილებით მიყევით სქემას.
  • იყავით თქვენი ბრენდის ერთგული. კლიენტები არ იქნებიან კმაყოფილები და არ გაგიწევენ რეკომენდაციას საკუთარ სანაცნობოში თუკი თქვენ არ შეასრულებთ თქვენი ბრენდის მიერ დადებულ დაპირებებს.
  • იყავით თანმიმდევრული. ბოლოს ეს პუნქტი იმიტომ ჩაგისვით რომ ერთი შეხედვით კრავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტს. თუკი თქვენ ვერ შეძლებთ ყველა პუნქტის შესრულებას მაშინ თქვენი ბიზნესი კრახისთვის იქნება განწირული.

წყარო: entrepreneur.com 

უფასო კონსულტაცია

შეავსე ფორმა

თქვენი ინფორმაცია
შემდეგი